დიეგო სიმეონე: ჩვენ შეხვედრა მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან გველის
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ლა ლიგის 32-ე ტურში "ბარსელონასთან" დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.
"ფორმა? ამას არც თუ ისე დიდ ყურადღებას ვაქცევ, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გველის თამაში, რომელსაც შემადგენლობაში გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს. ისინი ჩემპიონატის მოგებისთვის ხელებს ბოლომდე არ ჩამოუშვებენ, ამ გუნდს გამარჯვება მუდამ სწყურია და ამას ახლაც ეცდებიან.
ჩვენ "ბარსელონას" წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ, ჩვენი თამაში ძლიერად გამორჩეული ვერ იქნება. თავის დაცვას ბევრი ნახევარმცველით შევეცდებით." - სიმეონეს სიტყვებს Marca ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" - "ატლეტიკოს" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]