სიმეონე: "შევეცდებით "ბარსელონას" ბრძოლა ვაიძულოთ"

სიმეონე: "შევეცდებით "ბარსელონას" ბრძოლა ვაიძულოთ"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ "ბარსელონასთან" შეხვედრის დროს ყოველთვის ვაჩვენებთ ბრძოლას, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება. შევეცდებით ამ შეხვედრაშიც გავაკეთოთ იგივე და ვაჩვენოთ მაღალი დონის თამაში.

მესის გარეშე ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება. მის ფანტასტიურ დამაჯერებლობას დაინახავს ყველა: ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივარი.

რომელ ფეხბურთელს გამოვიყვან მოედანზე ჯერ არ გადამიწყვეტია. მარტინესი და ტორესი კარგ ფორმაში არიან, რაც შეეხება გრიზმანს, იგი "ატლეტიკოს" ერთ–ერთი ლიდერია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეძლებს გაზრდას და მიაღწევს მესისა და რონალდუს დონეზე. ის ახალგაზრდა და ამბიციურია." - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" საკუთარ კედლებში კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლებს, შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.