“ბარსელონას” შანსი აქვს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “რეალს” პირველად გაასწროს. თუ დღეს კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” “ბილბაო” დაამარცხეს, ისინი “რეალს” ქულებით გაუთანაბრდებიან, დამატებით მაჩვენებელებში უპირატესობით კი გაასწრებენ და მე-2 ადგილზე გადაინაცვლებენ. ესპანეთში მოქმედი წესების თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, მაგრამ ეს წესი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც გუნდები ორივე თამაშს ჩაატარებენ. ასე რომ, პირველ “კლასიკოში” წაგების მიუხედავად, დღეს მოგების შემთხვევაში წინ “ბარსა” იქნება, რადგან ბურთების შეფარდება “რეალზე” უკეთესი ექნება. თანაბარი ქულების შემთხვევაში ვინ წინ იქნება და ვინ უკან, ამას დღეს პრაქტიკული მნიშვნელობა არ გააჩნია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან ბევრს ნიშნავს – კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტის მიუხედავად რომ “რეალზე” წინ ხარ, ესე იგი, ბრძოლა გრძელდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” პირველად ითამაშებს. უფრო სწორად, “ბარსელონას” მამაკაცთა გუნდი, თორემ ქალთა გუნდმა უკვე ითამაშა და ქალაქურ დერბიში “ესპანიოლი” გაანადგურა კიდეც.
სათამაშო ფორმა
2021 წელს “ბარსელონამ” 8 თამაში ჩაატრა, საიდანაც 7 მოიგო და ერთი წააგო. ეს ერთი მარცხი სწორედ დღევანდელ მეტოქესთან გამართულ მატჩზე მოდის. ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბილბაომ” “ბლაუგრანა”, 120 წუთში, 3-2 დაამარცხა.
რაც შეეხება “კამპ ნოუს” – კუმანის გუნდს ამ სტადიონზე გამართულ ბოლო 2 თამაშში მოგება არ აქვს. კატალონიელებმა “ვალენსიასთან” და “ეიბართან” ფრედ ითამაშეს.
წელს “ბილბაოსაც” ძალიან კარგი შედეგები აქვს. მთავარ მწვრთნელად მარსელინიოს დანიშვნის შემდეგ ბასკებმა პირველი თამაში “ბარსელონასთან” სახლში წააგეს, მაგრამ შემგდეგ ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგეს, მათ შორის იგივე “ბარსელონასთან”, სუპერ თასის ფინალში, 3 დღით ადრე კი “რეალთან”, ნახევარფინალში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მარსელინიოს მოსვლის შემდეგ “ბილბაო” გოლს ყველა თამაშში უშვებს.
დანაკლისი
“ბარსელონას” ტრადიციულ დანაკლისს დისკვალიფიცირებული სერხიო ბუსკეტსი დაემატა. მის გარდა დღეს ანსუ ფატი, ჟერარ პიკე და ფილიპე კოუტინიო ვერ ითამაშებენ. სავარაუდოდ გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს ვერც სერჟინიო დესტი, რომელიც გუნდთან ერთად ისევ ვერ ვარჯიშობს. სამაგიეროდ განაცხადში ველით სერჟი რობერტოს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია 2 თვის უთამაშებელი ფეხურთელი პირდაპირ სასტარტოში ვიხილოთ. ასე რომ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე, შესაძლოა, ისევ ოსკარ მინგესა მოგვევლინოს.
სტუმრებს სათადარიგო მარცხენა მცველი მიკელ ბალენსიაგა არ ეყოლებათ. ჯერ კიდევ გაურკვეველია მთავარი ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის საკითხი. მას “ბარსელონასთან” 6 იანვარს წაგებული მატჩის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა დღევანდელი შეხვედრის განაცხადში მოხვდა.
ურთიერთშეხვედრები
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 231 თამაშს ითვლის. კატალონიელებმა 116-ჯერ მოიგეს, ბასკებმა 77-ჯერ, ხოლო 38 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 427-327, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ.
ლა ლიგაში გუნდებს 179-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც “ბარსელონამ” 89 თამაში მოიგო, 30 ფრედ დაასრულა და 60 წააგო.
საკუთარ კედლებში ჩატარებულ 110 დაპირისპირებაში კატალონიელებს 76 მოგება, 14 ფრე და 20 მარცხი დაუგროვდათ.
“კამპ ნოუზე” “ბილბაოს” 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არ მოუგია. მას შემდეგ გუნდებმა 23 თამაში ჩაატარეს, საიდანაც 18 მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ბოლო 22 შეხვედრაა ბასკები “კამპ ნოუზე” ერთზე მეტი გოლის გატანას ვერ ახერხებენ.
არბიტრი
შეხვედრას გამოცდილი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი მოემსახურება.
ლაოსის განსჯილ 40 თამაშში “ბარსელონას” 28 მოგება (70%), 8 ფრე (20%) და 4 წაგება (10%) დაუგროვდა. 40 წლის მსაჯმა “ბარსას” შეხვედრაში 15 წითელი ბარათი აჩვენა – 6 კატალონიელებს, 9 მეტოქეებს. 7 თერთმეტმეტრიანიდან კი 6 “ბლაუგრანას” სასარგებლოდ დაინიშნა.
“ბილბაო” ლაოსის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გუნდია. 36 შეხვედრიდან ბასკებმა მხოლოდ 6 მოიგეს (17%), 7 ფრედ დაასრულეს (19%), ხოლო 23 დათმეს (64%). მატეუ ლაოსმა “ბილბაოსაც” და მეტოქეებსაც 8-8 ფეხბურთელი გაუძევა, 10 თერთმეტმეტრიანიდან კი 7 ბასკების კარში დანიშნა.
ვიდეორეფერი ხოსე ლუის მუნუერა მონტერო იქნება. მისი მონაწილეობით ჩატარებული 14 თამაშიდან “ბარსამ” 12 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. “ბლაუგრანას” თამაშებში მონტერომ 2 წითელი ბარათი აჩვენა (1 “ბარსელონას” და 1 მეტოქეს) და 4 პენალტი დანიშნა (3 “ბარსას” სასარგებლოდ და 1 საწინააღმდეგოდ).
მუნუერა მონტეროს მიერ განსჯილ 9 შეხვედრაში “ბილბაოს” 5 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. მან ბასკებსაც და მეტოქეებსაც თითო ფეხბურთელი გაუძევა, 3 თერთმეტმეტრიანიდან კი 2 “ბილბაოს” კარში დანიშნა.
საინტერესო ფაქტები
- “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” “ბილბაოსთან” ჩატარებულ ბოლო 23 თამაშში წაგება არ აქვს;
- “ბილბაო” “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 22 შეხვედრაში მაქსიმუმ 1 გოლის გატანას ახერხებდა;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 4 თამაშში პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანი შეხვედრაც;
- “ბილბაოს” ლა ლიგაში სტუმრად ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში მოგება არ აქვს;
- “ბარსელონამ” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში ანგარიშის გახსნა მოახერხა;
- ზედიზედ 6 თამაშია “ბილბაო” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს;
- “ბილბაოს” ბოლო 6 თამაშში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- “ბილბაოს” ბოლო 4 თამაშში ანგარიში მეტოქე გუნდმა გახსნა.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Whoscored
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, მესი, დემბელე.
ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ალვარესი, ნუნიესი, ბერჩიჩე, დე მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.
SofaScore
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.
ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ნუნიესი, ალვარესი, ბერჩიჩე, დე მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, მესი, დემბელე.
ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ალვარესი, მარტინესი, ბერჩიჩე, დე მარკოსი, დ. გარსია, ვენსედორი, მუნიაინი, ვილიამსი. რ. გარსია.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.
ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ალვარესი, ნუნიესი, ბერჩიჩე, დე მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ს. რობერტო, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.
ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ალვარესი, მარტინესი, ბერჩიჩე, დე მარკოსი, დ. გარსია, ვენსედორი, მუნიაინი, რ. გარსია, ვილიამსი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ს. რობერტო, არაუხო, უმტიტი, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.
ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ალვარესი, მარტინესი, ბერჩიჩე, დე მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.
Sportsmole
ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, მესი, დემბელე.
ბილბაო: სიმონი, კაპა, ალვარესი, ნუნიესი, ბერჩიჩე, დე მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.
Sportskeeda
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, უმტიტი, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.
ბილბაო (4-2-3-1): სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბერჩიჩე, დ. გარსია, ვენსედორი, დე მარკოსი, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.
პროგნოზი
- WhoScored: 2-2
- Squawka: 2-2
- Sportsmole: 2-1
- Sportskeeda: 2-1
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
რა 2:2, ესენი ხომ არ უბერავენ, ესენი უნდა ვათრიოთ დღეს.
ვენდეტაა,
ока за ока, кровь за кровь.
პირველრიგში იმ წაგებული თამაშის გამო უნდა მოვიგოთ, მერე მეორე იმ წვერებიან ვილალიბრე უნდა გააქრონ მოედნიდან და ბევრჯერ შეარცხვინონ თამაშში და კიდევ თუ მოვიგებთ 2 ადგილზე გადავდივართ რაც ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იქნება გუნდისთვის და იმედი მიეცემათ ცოტა რომ ბრძოლა არ დასრულებულა და ყველაფერი წინაა, დღევანდელი შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია, ყველანაირი სტატისტიკა ბარსელონას სასარგებლოდაა და იმედია დღევანდელი შეხვედრაც დაემატება ამ ისტორიას ბარსელონას სასარგებლოდ
როგორც იქნა კამპ ნოუზე გვაქვს თამაში რა უბედურება იყო ამდენი გასვლითი იგრა ზედიზედ
დღეს გრიზმანი გაიტანს მაკრატელას
მიდით ბიჭებო!!!
იმ წვერებიანს დღეს იმდენი უნდა ეგაღაონ რო ფეხბურთი შეაძულონ))))))
რევანში და ცხრილსში წინ წაწევა!!! უნდა დავდოთ სულზე მაგ ჩოილართა ხროვა✊!!!! ვისკა ბარსააააა!!!🟥🟦
ლენგლეს მაგივრად უმტო დალშე იგივეს ვფიქრობ…..
რევანში გვაქვს ასაღები იმედია მოინდომებს გუნდი!!!!
უე ეგვმეც ამერია😁😁 ლენგლე მეც არ მინდა უბრალოდ ყველგან ლენგლე რომ ეწერა წაკითხვის მერე ავტომატურად დამეწერა😁😁
სამმაგი მოტივაცია გვაქვს დღეს მოსაგებად:
1. უბრალოდ უნდა მოვიგოთ;
2. რევანში გვაქვს ასაღები;
3. თუ მოვიგეთ მეორეზე გადავალთ და
რეალს გადავუსწრებთ.
რატომღაც მგონია რომ დიდი ანგარიშით მოვიგებთ და იმედი მაქვს არ ვცდები.
ლანგლე არ დამანახოს ძირითადში დალშე რაც უნდა ის უქნია
BEQA BARCA,
ლენგლეს მაგივრად უმტო დალშე იგივეს ვფიქრობ…..
რევანში გვაქვს ასაღები იმედია მოინდომებს გუნდი!!!!
მინგესა, არაუხო, უმტიტი, ალბა,
პიანიჩი, დე იონგი, პედრი,
მესი, გრიზმანი, დემბელე.
არ მგონია რობერტო დააყენოს ან დესტი ისევ მინგესა…