workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ბილბაო – რონალდ კუმანი თამაშის წინ

ბარსელონა-ბილბაო – რონალდ კუმანი თამაშის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “ბილბაოსთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“ბილბაო” ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. წინსვლა გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ.

რაღაცებს ვცვლით. ახალგაზრდა ფეხბურთელებით ყველაფრისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ ადაპტაცია ჯერ კიდევ გვჭირდება.

ყოველთვის მნიშვნელოვანია კლუბში ისეთი ვიღაცის ყოფნა, ვინც განვითარებაზე ზრუნავს. იანვარში თუ არა, მომდევნო სეზონში. ეს ჩვეულებრივი რამაა და ამის საჯაროდ განხილვაზე არ ვდარდობ. ფეხბურთელები უკმაყოფილეობი არ უნდა იყვნენ, მათთან ყოველდღე ვსაუბრობთ.

“ბარსას” მოთამაშე ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. უმტიტს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცვა, მაგრამ ის გამოჯანმრთელდა. სამუელი ჩვენს გეგმებში შედის. მინგესამ უამრავი მატჩი ჩაატარა. ვნახოთ, რა მოხდება.

ესპანეთის თასის მატჩის სახლში გამართვა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდება.

ლა ლიგაში ჩვენი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი კარგად მოგვეხსენება. “ატლეტიკოსთან” სხვაობა დიდია. თუმცა, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გუნდია, მაგრამ აშკარა ფავორიტს ვერ ვხედავ. “პარი სენ-ჟერმენთან” 2 თამაში გვაქვს და მოგებას შევეცდებით.

დიახ, გვარდიოლას ვესაუბრე, რომ დაბადების დღე მიმელოცა. ერიკ გარსიაზე არ გვისაუბრია, რადგან ეს ჩემი საქმე არაა. ვიცით, რომ მომავალ სეზონში ის აუცილებლად გადმოვა.

ნეტუს საკითხი? ამის განხილვას არ ვაპირებ. ეს ჩემი საქმე არაა. თამაშისთვის უნდა მოვემზადო. სეზონის ბოლოს ვნახავთ, რა მოხდება.

სერჟი რობერტო? მას ხვალინდელ შეხვედრაზე დიდი მოლოდინები აქვს. სერჟის განაცხადში მოხვედრის შანსი აქვს. განაცხადს ხვალ დილით დავასახელებთ.

ტოდიბო? ის “ბარსას” ფეხბურთელია, მაგრამ ჩემს გეგმებში არ შედის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • BEQA BARCA
    schedule 31 იან 2021, 10:24
    #15

    ციტატა: Griezzy7
    აუ როგორ მევასება ყველაფერს საჯაროდ რო ამბობს.

    გრიზი-მესი-ტრინკაო
    დე იონგი-პედრი
    ბუსკეცი
    ალბა-უმტიტი-არაუხო-მინგეზა
    ტერ შტეგენი


    ბუსკეცმა 5 ყვითელი მიიღო და შემდეგს გამოტოვებს. პიანიჩი დადგება დიდი ალბათობით..

  • me da barca
    schedule 31 იან 2021, 00:03
    #14

    ბილბაომ ხვალ, ხმამაღლა თუ არა ერთმანეთში მაინც უნდა თქვან, ამ ბარსას ფინალი როგორ მოვუგეთო. ხვალ უნდა ამოვისვათ, წესით მესიც ამ ვიკინგებთან მოტივირებული უნდა იყოს იმ ფინალის მერე.

  • ბასქუ10
    schedule 30 იან 2021, 19:23
    #13

    საუბრით ვალვერდეც კრგად საუბრობდა და სწორად აფასებდა მეტოქესაც და მატჩსაც, მაგრამ მთავარია როგორ ათამაშებ გუნდს, ხვალ ბილბაო უნდა გავხვრიტოთ, იმედია ლამაზ და სანახაობრივ თამაშს ვიხილავთ

  • Anssumane
    schedule 30 იან 2021, 18:47
    #12

    მეგობრებო გთხოვთ დამეხმაროთ გადადით ლინკზე და ხმა მიეცით სოფელ აჭყვისთავს ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ორი წამის საქმეა გთხოვთ დამეხმარეთ გადადით ლინკზე და ხმა მიეცით სოფელ აჭყვისთავს https://www.poll-maker.com/poll3385297x591E4088-103?fbclid=IwAR062GsXi1Pk9psY6MHJd6p0JUNS_xxUOwHDjWK0K2KKcSkJuCF2Wbc6U8I

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 18:15
    #11

    Nini,
    😂😂😂

  • C.PC5
    schedule 30 იან 2021, 18:14
    #10

    ხვალ ბილბაოს მოუგე თორემ შენი წინსვლა ამსტერდამისკენ გაგრძელდება მარტო!

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 18:11
    #9

    Nini,
    სამწუხაროდ უკეთესობას ვერ შეკპირდებით. გააჩნია რას დაწერთ. თუ პუჩი მომავალი ჩავი/ინიესტაო იტყვით , დიდი ალბათობით უარესობა იქნება 😂

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 18:05
    #8

    Nini,
    წერტილი

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 18:03
    #7

    Nini,
    ვერც მე ვერ ვხედავ ჩემი აზრის დაფიქსირებისას ვინმესთვის თავზე მოხვევის მცდელობას

  • Don_Andresito
    schedule 30 იან 2021, 18:03
    #6

    ციტატა: BEQA BARCA
    -სამუელი ჩვენს გეგმებში შედის. მინგესამ ბევრი მატჩი ჩაატარა. ვნახოთ, რა მოხდება.
    ალაბთ ამით ის თქვა რომ უმტიტი ძირითადის კაცი გახდებაო(რაც მახარებს) და მინგესა ამდენ დროს ვეღარ მიიღებსო. ზამენის კაცია მინგესა.


    მინგესა საღოლ, რთულ დროს დაგვეხმარა, თან არც თუ ცუდად გააართვა თავი საქმეს, პატარ პატარა შეცდომებზე არ ვისაუბრებ ტეხავს ბარსა ბ დან მოსული მცველი იმის გამო აკრიტიკო რასაც რამოსი და ვან დეიკიც კი აკეთებენ. მარჯვენა მცველად ვერ ივარგა მარა არც მქონდა მოლოდინი რო დანი ალვესი იქნეებოდა, ცენტრალური მცველია. პიკეც რო დაბრუნდება ბარსა ბ ში დააბრუნებენ ალბათ სეზონის ბოლომდე და იქ კი იქნება პუიოლი 😀 ბ გუნდს დაეხმაროს იქნებ სეგუნდაში ამოვიწიოთ. შემდეგი წლიდან კიდე თუ რომელიმე მცველი გაიყიდა დავაწინაურებთ. თორე არაუხო მინგესა ლენგლე უმტიტი პიკე გვყავს, გარსია მოდის, 6 კაცი 2 პოზიციაზე ბევრია. 4 საკმარისი. ყველაზე კარგი ფასი აქედან ლენგლეს აქვს, ყველაზე ცუდი როლიც ბარსაში ამიტო მაგის გაყიდვა 40 ად იქნებოდა მშვენიერი. პიკე როტაციაში, ძირითადში უმტიტი არაუხო, პიკე გარსია კიდე იბრძოლებდნენ რა. მთავარია პიკემ ავტორიტეტი არ ჩართოს საქმეში 😀 და ბავშვები არ დაჩაგროს, უმტიტი კიდე აღარ დაიმტვრეს. მინგესაც იყოს პირველ გუნდში, გაჭირვებაში ორ პოზიციაზე გვეყოლება. და თუ არ მონდომა შეიძლება იჯარაც, ამ დონეზე რაზეც ეხლაა, ლა ლიგის ცხრილის ქვედა ნებისმიერი გუნდის ძირითაადში ითამაშებს, ბეტისში, ხეტაფეში და რავი

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2021, 17:59
    #5

    ხვალ იმენა უნდა გადაუაროთ ბილბაოს აი იმენა უნდა ამოავსოთ გოლებით

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 17:58
    #4

    Nini,
    აუფ😂 ეგრე მეც შემიძლია გითხრა, ვისაც პუჩი მოსწონს თავს ახვევს თავის აზრს სხვებს , ვისაც პუჩი არ მოსწონს😂

  • NEYBarca
    schedule 30 იან 2021, 17:00
    #3

    ციტატა: Nini
    არაუხო, დე იონგი,პედრი,ტერ შტეგენი და მესი,ამ ხუთეულის იმედი მაქვს ბილბაოსთან თამაშში.პუჩსაც იმედია ხაზს არ გადაუსვამს კუმანი ერთი თამაშის გამო.ნეტუს რაც შეეხება ფულის გამო მისი გაყიდვა არასწორია როცა გუნდში ამდენი უსარგებლოა გასაყიდი კოუტინიო ფერნანდესი ლენგლე ბრეითუეიტი ფირპო და მაგათ ყველას ერთად შეკრებილს ნამდვილად ჯობს ნეტუ.


    ორი თამაში ითამაშა პუჩმა ძირითადიდან და ორივეში შაიკუკა. ბოდიშით პუჩის პერსო ფანებო , მარა ალენიას დონეა მისი მაქსიმუმი. კორნელიას ცენტრს რო ვერ დაუჭერ რაზეა საუბარი? გრიზმანმა და დემბელემ თუ არ ჩააგდეს თამაში მარტივად მოვუგებთ ბილბაოს. მესი, ფრენკი და პედრი არ ჩააგდებს თამაშს დარწმუნებული ვარ.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 30 იან 2021, 16:50
    #2

    არაუხო, დე იონგი,პედრი,ტერ შტეგენი და მესი,ამ ხუთეულის იმედი მაქვს ბილბაოსთან თამაშში.პუჩსაც იმედია ხაზს არ გადაუსვამს კუმანი ერთი თამაშის გამო.ნეტუს რაც შეეხება ფულის გამო მისი გაყიდვა არასწორია როცა გუნდში ამდენი უსარგებლოა გასაყიდი კოუტინიო ფერნანდესი ლენგლე ბრეითუეიტი ფირპო და მაგათ ყველას ერთად შეკრებილს ნამდვილად ჯობს ნეტუ.ალბა და ბუსკეცი კი გამოცდილები არიან და მათი გამოცდილება ჭირდება გუნდს.

  • BEQA BARCA
    schedule 30 იან 2021, 16:21
    #1

    -სამუელი ჩვენს გეგმებში შედის. მინგესამ ბევრი მატჩი ჩაატარა. ვნახოთ, რა მოხდება.
    ალაბთ ამით ის თქვა რომ უმტიტი ძირითადის კაცი გახდებაო(რაც მახარებს) და მინგესა ამდენ დროს ვეღარ მიიღებსო. ზამენის კაცია მინგესა.