workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ სრული შემადგენლობით ვარჯიში განაახლა

ბარსელონამ სრული შემადგენლობით ვარჯიში განაახლა

სანაკრებო პაუზა დასრულდა და “ბარსელონას” რიგებში დარჩენილი ყველა საერთაშორისო მოთამაშე სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. დღევანდელ ვარჯიშზე გუნდს პაუ კუბარსი, ფერმინ ლოპესი, პედრი, ლამინ იამალი, როდრი, ენტონი გორდონი, დანი ოლმო და დომინიკ ლივაკოვიჩი შეუერთდნენ.

შესაბამისად, ჰანსი ფლიკს შესაძლებლობა მიეცა, “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” თბილისის დროით 13:00 საათიდან სესია პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელით ჩაეტარებინა. სავარჯიშო პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ ახალგაზრდული გუნდების წარმომადგენლები – ჰამზა აბდელკარიმი და იკერ როდრიგესი.

მზადება ხეტაფესთან მატჩისთვის

ეს იყო ბოლოსწინა ვარჯიში “ბარსელონა” – “ხეტაფეს” დაპირისპირებამდე, რომელიც 10 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-8 ტურის ეგიდით “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება (მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება). ტრადიციულად, ხვალ შეხვედრის წინ დასკვნითი ვარჯიში გაიმართება, რის შემდეგაც ჰანსი ფლიკი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

შაბათის საშინაო შეხვედრის შემდეგ “ბარსელონას” რთული გასვლითი სერია ელის – გუნდი ზედიზედ ესტუმრება “გალათასარაის”, “ბეტისსა” და პსჟ-ს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი