მატეუს ფერნანდესი: მინდა, "ბარსელონაში" ისტორია დავწერო

მატეუს ფერნანდესი: მინდა, "ბარსელონაში" ისტორია დავწერო

ბრაზილიელი ნახევარმცველი, მატეუს ფერნანდესი, იჯარის წესით "ვალიადოლიდში" თამაშობს, ზაფხულიდან კი, თუ კორონავირუსის გამო შექმნილი გაუთვალისწინებელი მდგომარეობის გამო სატრანსფერო წესები არ შეიცვლება, "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება. 

ფერნანდესი Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში თავის მომავალზე საუბრობს. 

"მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით ვითამაშებ... სიტყვებს ვერ ვპოულობ. 

ამ კლუბში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ახლა ამის შესაძლებლობა მაქვს. არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა ახლა "ბარსელონაში" გადასვლას, მაგრამ სანამ ეს მოხდება, სწავლას და განვითარებას განვაგრძობ. 

ვფიქრობ, "ბარსელონაში" წარმატებას მივაღწევ, ამის პოტენციალი მაქვს. მინდა, იქ სამუდამოდ დავრჩე და ისტორია დავწერო". - ამბობს 21 წლის ფეხბურთელი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 აპრილი 2020 23:53
    0
    არტური დეიონგი კოუტინიო
    ფერნანდესი ორიოლ ბუსკეცი ალენია
    +პუჩი პედრი და მორიბა
    ბარსას მომავალი დეკადის ნახ.დაცვა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 24 აპრილი 2020 13:07
    1
    კარგი ბიჭი ხარ დიდ იმედს იძლევი და იმედია ბოლომდე გაამართლებ შენზე გაცემულ ავანნსებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 აპრილი 2020 23:49
    1
    ეხლა სერიოზული კონკურენციაა და ამას არავინ ათამაშებს ჯობია ერთი სეზონით კიდევ დარჩეს და მერე მოიყვანონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #1 23 აპრილი 2020 22:44
    2
    ციტატა: Fsicofat
    აბა შენ იცი, დანი ალვეშივით ოსკარი მოიპოვე

    ვიფიქრე და ვერ გავიგე რის თქმას ცდილობდი...
    ალვეში ლალიგის ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია, თუ საუკეთესო არა.