ვიტორ როკეს იჯარა რეალურია | ბარსელონას ახალი თავსატეხი
ვიტორ როკეს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძენა კლუბს მიმდინარე სეზონში რომ არ გამოადგა, ეს უკვე ვიცით, მაგრამ რა იქნება შემდეგში? მაგალითად, Mundo Deportivo სხვა ესპანურ წყაროებზე, მათ შორის Cadena SER-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბრაზილიელი შემტევი მომდევნო სეზონიდან იჯარის წესით სხვა გუნდში ითამაშებს.
იქედან გამომდინარე, რომ ჩავის ფორმაციის "ბარსელონაში" 19 წლის ფეხბურთელს ცოტა დრო ეძლევა და თანაც ჩავიც არსად მიდის, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ კლუბმა როკეს განვითარების ერთადერთ რეალურ გზას მიმართოს და მოთამაშე იჯარით ისეთ კლუბში გაუშვას, სადაც ბრაზილიელს სათამაშო წუთები გარანტირებულად ექნება.
მიუხედავად "ბარსელონას" ამგვარი სურვილისა, თავად როკეს გუნდში დარჩენა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა სურს, თუმცა, მის საპირისპიროდ (ჩავის უნდობლობასთან ერთად) ხელშეკრულებათა გაფორმების საკითხიც მოქმედებს.
- წერს Mundo Deportivo.
მოკლედ, სიტუაცია ასეთია: როკეს კლუბში დარჩენა და შესაძლებლობების მიღება სურს, თუმცა ჩავის მხრიდან ნდობა თითქმის არ აქვს, "ბარსელონა" კი ფეხბურთელის პროგრესის შეუფერხებლობის გზების ძიებაშია. ამ ვითარებაში ყველაზე რეალურად ის მოჩანს, რომ კლუბმა ვიტორ როკე იჯარით გაასხვისოს, სამომავლოდ კი ფეხბურთელს "ბარსელონაში" თავის დამკვიდრების საშუალება მისცეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]