ოფიციალურად: "ბარსელონამ" მატეუს ფერნანდესი იყიდა
- 31-01-2020, 21:38
-
Writer
- 10

21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი მატეუს ფერნანდესი, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონაში" ითამაშებს. კატალონიურმა კლუბმა ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" "პალმეირასს" 7 მილიონ ევროს გადაუხდის. 3 მილიონი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული. ფერნანდესი "ბლაუგრანასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 300 მილიონი ევრო იქნება.
ეს უკვე მე-2 ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის მომდევნო სეზონისთვის ყიდვაც "ბარსელონამ" დღეს დაადასტურა. პირველი ფრანსიშკუ ტრინკაუ იყო.
Sport-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ფერნანდესს, თავიდან, "ვალიადოლიდში" გაანათხოვრებს, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ამაზე არაფერი წერია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]