ჯეიმი კარაგერი: თავდაპირველად, სუარესმა კბენის ფაქტი უარყო
"ლივერპულის" ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა თავისი ყოფილი თანაგუნდელისა და "ბარსელონას" ამჟამინდელი ფეხბურთელის, ლუის სუარესის ბრანისლავ ივანოვიჩთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
"თავდაპირველად, ურუგვაელი ყველაფერს უარყოფდა, იმედოვნებდა, რომ კამერებს ეპიზოდი დაფიქსირებული არ ექნებოდა. ვფიქრობ, სუარესის ქმედებამ "ლივერპულზე" დიდი გავლენა იქონია, რადგან ლუისმა ამის გამო 8-9 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მახსოვს, რომ მომდევნო სეზონის 4-5 შეხვედრა გამოტოვა, რა დროსაც "საუთჰემპტონთან" და "სუონსისთან" 5 ქულა დავკარგეთ. "ლივერპული" თითქმის ჩემპიონი გახდა, სუარესი კი საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ სეზონის სტარტზე ვერ თამაშობდა.
მსგავსი შემთხვევა მას "აიაქსშიც" ჰქონდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც, როდესაც "ბარსაში" გადასვლა სურდა.
ლუისი იმედგაცრუებული იყო, თუმცა, ვფიქრობ, ფანების მხარდაჭერამ მასზე იმოქმედა", - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Goal.
"ელ პისტოლერომ" ამსტერდამის "აიაქსში" თამაშის დროს ოტმან ბაკალის უკბინა, "ლივერპულში" - ბრანისლავ ივანოვიჩს, ხოლო მუნდიალზე - ჯორჯო კიელინის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]