კარაგერი: "სუარესის ესპანეთში გადასვლა ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო"

კარაგერი: "სუარესის ესპანეთში გადასვლა ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო"

ინგლისური "ლივერპულის" ლეგენდარული ფეხბურთელი, ჯიმი კარაგერი, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 1996-2013 წლებში იცავდა, მისი ყოფილი თანაგუნდელის, ლუის სუარესის ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადავიდა.

"ლუის სუარესი - ჯერარდის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელია, მათ შორის რომლებთანაც "ლივერპულში" მითამაშია. მისი წასვლა ჩემთვის საწყენია, მაგრამ ესპანეთში გადასვლა ადრე თუ გვიან მაინც გარდაუვალი იყო. ლუისმა მიიღო ის, რაც სურდა, "ლივერპულმა" კი საკმაოდ კარგი თანხა. ჩემი მთავარი მოგონებები ლუისზე - მის მიერ გატანილი ყველა გოლია დერბიში." - დაწერა, კარაგერმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.