"ვალენსიას" ხეფრენი სჭირდება

"ვალენსიას" ხეფრენი სჭირდება

"ვალენსიას" ხელმძღვანელობა  ხეფრენ სუარესითაა დაინტერესებული. 

 "СМИ"–ის ცნობით, დიდი შანსია, რომ ვინგერი "ბარსადან" წავიდეს, რადგან მას საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა. ასე რომ, სავსებით რეალურია, შემდეგ სეზონში ხეფრენი სხვა კლუბის მაისურით ვიხილოთ. იმის გათვალისწინებით, რომ წელს "ვალენსია" უკვე დატოვა ხოაკინმა და  დიდი ალბათობაა იმისა, რომ მატაც წავიდეს, "ღამურების" ბოსებს მათი შემცვლელის პოვნა სჭირდებათ.

 

 წელს "ვალენსიას" "პირველი მერცხალი" გახდა ყოფილი ალმერიელი, პაბლო პიატი. რიგში ხეფრენ სუარესია.

 ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელს "ბარსასთან" კონტრაქტი მომავალ წელს  უმთავრდება.

 

 აქვე მოგახსენებთ, რომ ხეფრენმა ბარსას მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 3  გოლის გატანა შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.