რივალდო: "ბარსელონას" პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს
"ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი, რივალდო თვლის, რომ კატალონიურმა კლუბმა ამ სეზონში აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გააკეთოს.
"ამ სეზონში "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე უნდა კონცენტრირდეს. ტიტულზე, რომლის მოგებისთვის კლუბი და მისი ფანები რამდენიმე წელია იბრძვიან."
"რა თქმა უნდა, მათ ლა ლიგა თავიანთ კონკურენტებს არ უნდა დაუთმონ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ტურნირის ზოგიერთ მატჩში ვალვერდემ შანსი ახალგაზრდებს უნდა მისცეს."
"ლა ლიგის წაგებას დიდ წარუმატებლობად არ ჩავთვლი, რადგან "ბარსელონა" ამ ტურნირზე მრავალი წელია დომინირებს. ახლა, პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს." - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]