საკალათბურთო 5:0

საკალათბურთო 5:0

გუშინ, ბარსელონაში, ადგილობრივ გუნდსა და მადრიდის "რეალს" შორის საკალათბურთო "ელ კლასიკო" გაიმართა, რომელიშ ბოლო წლებში დანერგილი ტრადიცია არ დაირღვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიელები სტუმრებზე ძლიერები აღმოჩნდნენ.

მატჩს "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის რანგში შეხვდა. მადრიდელებს იმედი ჰქონდათ, რომ პირველობას შეინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლო წლებში გუნდების მიერ მოპოვებული ტიტულების რაოდენობა და ურთიერთშეხვედრები (ბოლო 10 მატჩიდან 9 "ბარსას" ჰქონდა მოგებული) კატალონიელთა უპირობო ფავორიტობას უსვამდნენ ხაზს.

მატჩმა მოლოდინი გაამართლა და შეიძლება ითქვას გადააჭარბა კიდეც მას. ხავიერ პასკუალის შეგირდებმა პირველივე წამებიდან დაიწყეს ფავორიტის სტატუსის გამართლება და მადრიდელებ წინ გასვლის საშუალება ერთხელაც კი არ მისცეს. პირველი მეოთხედი "რეგალ ბარსელონამ" ძალზე დამაჯერებლად, ანგარიშით 28:15 მოიგო. კატალონიელები დარჩენილ 3 მეოთხედშიც მეტოქეზე ძლიერნი აღმოჩნენ. დიდი შესვენების დროს 49:34 იყო, დასკვნით მეოთხედის წინ კი 74:55. მატჩი საბოლოოდ "ბარსელონას" 20-ქულიანი უპირატესეობით, ანგარიშით 95:7.5 დასრულდა. კატალონიელთაგან ყველაზე მეტ ქულას თავი ლაკოვიჩმა მოუყარა (17), შემდეგ მოდიან ნავარო (14), ლობრეკი (13) და გრიმაუ (13).

ბოლო 11 "ელ კლასიკoდან" მეათეს მოგებით ევროპის საკლუბო ჩემპიონებმა პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. კატალონიელთა ანგარიშზე 10 მოგება და 3 მარცხია. ასეთივე შედეგები აქვს "რეალს", მაგრამ ქულების შეფარდებით "რეგალ ბარსელონა" მადრიდელებს აქამდეცუსწრებდა და გუშინდელი მატჩის შემდეგ კიდევ უფრო გაასწრო.

ბევრ თქვენთაგანს შესაძლოა ახსოვს მიმდინარე სეზონის დასაწყისი, როდესაც ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსამ" "რეალი" 89:55 გაანადგურა. ის მოგება მოინათლა როგორც "საკალათბურთო 2:6". შეგვიძლია, მადრიდელთა გუშინდელ განადგურებას "საკალათბურთო 5:0" ვუწოდოთ, ვინაიდან "რეალის" კალათბურთელები არანაკლებ უსუსურად გამოიყურებოდნენ, ვიდრე 29 ნოემბერს, "კამპ ნოუზე" გამოსული თეთრებში გამოწყობილი ფეხბურთის თამაშის სურვილის მქონე ადამიანები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.