მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სამორას ჯილდოსთვის იბრძვის

ლა ლიგის 35-ე ტურს "რეალ სოსიედადისა" და "ბარსელონას" შეხვედრა დახურავს, რომელიც ყველაფერთან ერთად მეკარეებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
გათამაშების ორი საუკეთესო მეკარე - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ალექს რემირო სპეციალურად მეკარეებისთვის განკუთვნილი, რიკარდო სამორას ჯილდოსთვის იბრძვიან, რომელიც გადაეცემა მეკარეს, რომელსაც ჩატარებულ მატჩებში გაშვებული გოლების მხრივ ყველაზე კარგი თანაფარდობა აქვს.
"ბლაუგრანას" კარის დარაჯმა ეს ჯილდო 2022/23 წლების სეზონში მიიღო, თუმცა ამ სეზონში გამოტოვებული ბევრი მატჩის გამო, ნაკლებსავარაუდოა, 32 წლის ფეხბურთელმა მორიგ წარმატებას მიაღწიოს.
გერმანელს ამ მომენტისთვის 24 მატჩში 26 გოლი აქვს გაშვებული და მისი საშუალო კოეფიციენტი 1.08 შეადგენს. ჯერჯერობით მასზე წინ სწორედ ალექს რემირო და ატლეტიკ "ბილბაოს" მეკარე, უნაი სიმონი არიან (0.97).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]