"რეგალ ბარსელონა" კვლავ ფინალშია

"რეგალ ბარსელონა" კვლავ ფინალშია

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი ზედიზედ მეოთხედ გავიდა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში და შესანიშნავი შანსი შეიქნა 2003 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ შეასრულოს ჰეთ-თრიკი. ნახევარფინალური ეტაპი "რეგალ ბარსელონას" კალათბურთელებმა, საერთო ჯამში, საკმაოდ იოლად დაძლიეს. მათ სერიაში 3:0 დაამარცხეს "უნიკახა".

პირველი ორი მატჩი "ბარსას" 96:82 და 71:58 ჰქონდა მოგებული. ორივე ეს შეხვედრა ბარსელონაში გაიმართა. მესამე მატჩი ხავიერ პასკუალის გუნდმა გასვლაზე გამართა და მართალია არცთუ მცირე სხვაობით იმარჯვა, მაგრამ მაინც გაუჭირდა. პირველი მეოთხედი "უნიკახამ" 21:20 მოიგო, ხოლო მეორე 19:15 და დიდ შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით გავიდა. მე-3 მეოთხედში, ერთი პერიოდი "ბარსელონა" 9 ქულითაც კი მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა მეოთხედი 22:19 მოიგეს და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. ბოლო მეოთხედი "რეგალ ბარსელონას" კალათბურთელთა დიდი უპირატეობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 25:13 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში "ბარსელონამ" 82:72 მოიგო და "კახა ლაბორალთან" ერთად ერთადერთი გუნდია, რომელსაც პლეი-ოფში ჯერ არ წაუგია.

სავარაუდოდ, სწორედ "კახა ლაბორალი" იქნება "ბარსელონას" მეტოქე ფინალში. ბასკურმა გუნდმა მადრიდის "რეალი" პირველ ორ მატჩში დაამარცხა და თუ დღესაც გამარჯვება იზეიმა, ასპროცენტიანი შედეგით მიაღწევს ფინალამდე.

"უნიკახასთან" გამართული მე-3 მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბაზილე გახდა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "რეგალ ბარსელონამ" უკვე ორი ფინალი ითამაშა. ესპანეთის თასის დასკვნით მატჩში კატალონიელებმა "რეალი" გაანადუგრეს 80:61, ხოლო ევროლიგის ფინალში "ოლიმპიაკოსს" სძლირეს 86:68.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.