ბარსელონას ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტი სურს | MundoDeportivo

"ბარსელონას" 2024/25 წლების სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება და ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომფლექტებული გუნდის შექმნა სურს.
დღეს, ცნობილი ესპანური გამოცემის, MundoDeportivo-ს ოფიციალურ გვერდზე საინტერესო სიახლე დაიწერა - "ბლაუგრანა" ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტის, ალექს ბაენას შეძენით ინტერესდება და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
ბაენა ახლა "ვილიარეალის" რიგებში გამოდის და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 13 საგოლე გადაცემაა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
ასევე, უკვე რამდენიმე კვირაა იწერება ატლეტიკ "ბილბაოს" ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკო ვილიამსზე, რომელსაც ახალი გამოწვევები სურს და მზად არის, ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებები გამართოს. აღსანიშნავია ისიც, რომ 21 წლის შემტევი ლა ლიგის მეორე საუკეთესო ასისტენტია 11 საგოლე გადაცემით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]