"კამპ ნოუს" სეზონი გამარჯვებით დასრულდა
უმოტივაციო "ბარსელონამ" მოტივირებული "ხეტაფეს" წინააღმდეგ, დღეს, ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი გამართა. კატალონიელებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. ანგარიში 39-ე წუთზე არტურო ვიდალმა გახსნა, 89-ზე კი ჯენე დაკონამმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
"ბარსამ" 86 ქულა დააგროვა, "ხეტაფემ" კი მეოთხე ადგილი "ვალენსიას" დაუთმო, რომელიც მადრიდულ გუნდს ქულებით გაუთანაბრდა.
ამ სეზონში, "კამპ ნოუზე" მეტი მატჩი აღარ დარჩა, ბოლო ტურში კი, ერნესტო ვალვერდეს (ჯერ კიდევ) გუნდი "ეიბარს" დაუპირისპირდება. ეს მატჩი 18 მაისს გაიმართება, შემდეგ კი "ბარსელონა" "ვალენსიასთან" კოპა დელ რეის ფინალს ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]