“ბარსელონა”-”სევილია” – რაიკაარდის პრესკონფერენცია

"სევილიასთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანკ რაიკაარდმა დაიცვა რონალდინიო და განაცხადა, რომ ბრაზილიელს არავისთვის არაფერი არა აქვს დასამტკიცებელი და რომ იგი რჩება გუნდის საკვანძო ფეხბურთელად
"რონალდინიოს არ სჭირდება იმის დამტკიცება, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მას ჩემგან არ სჭირდება იმის რჩევა, თუ როგორ გაიუმჯობესოს სათამაშო ფორმა” – განაცხადა "ბარსელონას” მწვრთნელმა. "იგი თავდაუზოგავად შრომობს, რათა მიაღწიოს თავისი ფორმის პიკს და მისი კლასი არასდროს არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ. ის შეუდარებელია სტანდარტების დროს და ჩვენთვის ეს ძალზე კარგი იარაღია. რონალდინიოს ისევ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ჩვენ მისგან ველოდებით. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და უნდა დაუბრუნდეს თავის ძველ სათამაშო ფორმას და ჩვენ ყველანი ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს რაც შეიძება სწრაფად მოხდეს”.
რაიკაარდმა ასევე ახსნა, თუ რატომ შეცვალა უკანასკნელ ორ მატჩში რონალდინიო: "სეზონის განმავლობაში ფეხბურთელები თამაშობენ უამრავ თამაშს და არაფერი არ არის განსაკუთრებული ასეთ შეცვლებში. ჩვენთან ყველა ფეხბურთელი კარგია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადავდგამთ და ხანდახან ჩვენ უნდა გავაკეთოთ ასეთი შეცვლები. ჩემთვის ერთნაირად ძნელია ნებისმიერი ფეხბურთელის შეცვლა”.
"ბარსას კარგ თამაშს განაპირობებს ფეხბურთელების შეკრულობა, მათი კლასი, სწორი მენტალიტეტი და ის, რომ ფეხბურთელები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთს და მეგობრობდნენ მოედნის გარეთაც. ასეთ შემთხვევაში ისინი მოედანზე როგორც ერთიანი გუნდი გამოდიან და თამაშებსაც იგებენ” – ასევე განაცხადა რაიკაარდმა.
"სევილიასთან” დაპირისპირებაზე რაიკაარდმა შემდეგი განაცხადა: "ეს ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ხუანდე რამოსის გუნდი ძალზე ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იოლი მატჩი არ გველის, მაინც ყველა ელოდება თამაშს, მოედანზე გასვლის წყურვილი კლავთ და დადებითი შედეგის მიღწევას აპირებენ. წარმატების მისაღწევად ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები და არ დაგვავიწყდეს, რომ როგორც ერთაინი გუნდი, ისინი კარგად თამაშობენ. "სევილია” არის შეკრული გუნდის მაგალითი”.
რაიკაარდმა განაცხადში 19 ფეხბურთელი შეიყვანა, რაც დასაშვებზე ერთით მეტია, ეს ფაქტი ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შემდეგნაირად ახსნა: "რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებს, მაგრამ ისინი სერიოზული არ არის. ჩვენ დავიცდით დილამდე და შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რომელი ფეხბურთელი დარჩება განაცხადს მიღმა”.
რაიკაარდმა ასევე განმარტა, რომ მას არ სჯერა, რომ რონალდინიო თამაშამდე წვეულებაზე იყო: "კლუბში მოქმედი წესების თანახმად ფეხბურთელს არა აქვს უფლება თამაშამდე 48 საათით ადრე გარკვეულ ადგილებში წასვლისა. ჩვენ უნდა ვენდოთ ფეხბურთელებს, რონალდინიომ მე მითხრა, რომ გავრცელებული ხმები მისის წვეულებაზე წასვლის შესახებ ტყუილია და მე მისი მჯერა”.
რაიკაარდმა ასევე ისაუბრა ჟოზე მაურინიოს "ჩელსიდან” წასვლის შესახებ და განაცხადა: "მივცე რაიმე შეფასება იმას, რაც მაურინიოს და "ჩელსის” შორის მოხდა, ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც ვიცი. მაურინიო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც მე ბოლო წლების განმავლობაში მინახავს, მან დიდი სამუშაო გასწია კლუბისთვის”.
წყარო: www.barcamania.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]