რაიკაარდი: “რონალდინიო რობოტი არ არის”

რაიკაარდი: “რონალდინიო რობოტი არ არის”

"ბარსელონას” მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ გუნდის ლიდერი შეძლებს თავისი ძველი სათამაშო ფორმის დაბრუნებას. ამის შესახებ ფრანკ რაიკაარდმა "L’Équipe”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"რონალდინიო არ არის რობოტი. ის ძველ ფორმას კვლავ დაიბრუნებს და იგი ბევრს მუშაობს ამისათვის. ჩემი ამოცანაა დავუბრუნო მას ის ბედნიერება, რომელსაც იგი ფეხბურთის თამაშისგან იღებდა. იგი კიდევ დაამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ტყუილად არ აურჩევიათ. მისი ტალანტი არ დაკარგულა”.

რაიკაარდმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ გუნდის თამაში გასვლით თამაშები გამოსწორდება, როდესაც გუნდს ორი ქარიზმატული ლიდერი – სამუელ ეტო’ო და დეკო დაუბრუნდებიან.

წყარო: www.euro-football.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.