გუდიონსენი: “მე ვრჩები”

გუდიონსენი: “მე ვრჩები”

"ბარსელონას” ისლანდიელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ იგი მზად არის დაეხმაროს გუნდს საჭიროების შემთხვევაში. გუდიონსენის განცხადებით იგი ივარჯიშებს ისე, როგორც საჭიორა, რათა იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას მისცემს. გუდიონსენმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ბარსელონადან არსად წასვლას არ აპირებს.

"მე აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ, ეს დანმდვილად ესეა. მე არ ვფიქრობ არცერთ სხვა გუნდზე, მე მსურს ვიფიქრო მხოლოდ ჩემს დღევანდელ კლუბზე. მე ვთვლი, რომ გუნდში ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ ამომიწურავს და ამიტომ არ მსურს აქედან წასვლა” – განაცხადა გუდიონსენმა.

გუდიონსენმა ასევე ისაუბრა სხვა თავდამსხმელებთან კონკურენციაზეც, "ჩვენს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე ჯერ არ მქონია შანსი წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და მევარჯიშა ისე, როგორც ჩემი თანაგუნდელები ვარჯიშობენ, მაგრამ მე ვესაუბრე მწვრთნელს და ექიმს, რათა ვივარჯიშო ისე, როგორც სხვებმა. მე თავს დისკომფორტში არ ვგრძნობ, რადგან რაიკაარდის განკარგულებაში უკვე მეც ვარ. მე უნდა ვიფიქრო ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე და დავამტკიცო, თუ რა შემიძლია”.

მომავალი

ზამთრის სატრანსფერო სეზონში კლუბის შესაძლო გამოცვლაზე გუდიონსენი არ საუბრობს და მთელი აქცენტი დღევანდელ კლუბზე, სამუშაოზე და ვარჯიშზე აქვს გადატანილი.

გუდიონსენმა ასევე ისაუბრა ბოლო დროს კლუბებს და ნაკრებებს შორის წარმოშობილ დავაზე და აღნიშნა, რომ საჭირო არის მეტი დიალოგი კლუბების და ნაკრებების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის, რათა თავიდან იქნაა აცილებული შესაძლო უსიამოვნებები. მისი განმარტებით მან ნაკრების ბოლო თამაში კლუბის და ნაკრების მწვრთნელებს შორის მოლაპარაკების შედეგად გამოტოვა, "მათ გაითვალისწინეს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მე ოთხშაბათამდე ვერ ვითამაშებ. მე ნაკრების კაპირანი ვარ და ჩემი მოვალეობაა ნაკრებში თამაში, მაგრამ ამისათვის მე სრულ მზადყოფნაში ყოფნა მჭირდება”.

როგორც სჩანს გუდიონსენის გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს, რადგან ფრანკ რაიკაარდმა იგი "ოსასუნას” წინააღმდეგ გასამართ დღევანდელი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 19 სექტემბერი 2020 14:50
    1
    უნდა გავყიდოთ და ახალგაზრდები მოიყვანონ
    Culé [?]
    #4 25 ნოემბერი 2019 19:29
    2
    აჰია უუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ივლისი 2019 23:51
    12
    ეს ისე ბაზრობს ძალით გაიჩალიჩებს... გადავა მერე მონაკოში, იჯარით ტოტენჰემში, მერე ისევ დააბრუნებენ და მოივლის სტოკს, ფულემს, აეკს, ბრიუგეს, ბოლტონს, მერე ალბათ ჩინეთშიც წავა და დაასრულებს კარიერას მიოლდეში, გაიბანძებს თავს და არავის ემახსოვრება




    :დ
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...
    Rra
    სტუმარი [?]
    #2 10 აპრილი 2018 20:58
    6
    Pirveli
    Culé [?]
    #1 30 სექტემბერი 2017 14:17
    9
    ეს წავა მალე :D :D