"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი "ფიორენტინაში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი "ფიორენტინაში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

"ფიორენტინა" ცდილობს მომავალი ტალანტებით გაძლიერდეს. ჯერი "ბარსელონას" ეკვადორელ მცველზე, ერიკ ფერიგრაზეა, რომელიც იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ეკვადორიდანაა, მას აქვს ესპანეთის პასპორტი, შესაბამისად კლუბისთვის ის ევროპელ ფეხბურთელად ითვლება.

"ბოლონიადან" დაბრუნების შემდეგ, "ფიორენტინას" სპორტული დირექტორი პანტალეო კორვინო ახალ გეგმას აწყობს, რომლის მიხედვითაც გუნდში არაერთი ტალანტი ჩაირიცხება. სწორედ ამიტომ მოხვდა მათ ინტერესთა სფეროში ფერიგრა.

ორშაბათს ფეხბურთელი ფლორენციაში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. შემოწმების შემდეგ, კი ფეხბურთელს ოფიციალურად წარადგენენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    სერხი რობერტო
    სტუმარი [?]
    #1 6 აგვისტო 2016 20:28
    0
    ბარსა რა ცუდად თამაშობს :(