ბოიანი არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას სხვა ფეხბურთელებთან ერთად

ბოიანი არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას სხვა ფეხბურთელებთან ერთად

 

ბოიანი არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას სხვა ფეხბურთელებთან ერთად.

ახალგაზრდა კატალონიელი - ბოიან კრკიჩი უფრო და უფრო უახლოვდება "რომას". გასულ საათებში მან ნებართვა აიღო კლუბისგან, რომ იგი არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას "ბარსას" სხვა ფეხბურთელებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი წინასასეზონო შეკრებისთვის ემზადება.

 

უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ ბოიანი არ დატოვებს "ბარსას" მანამ, სანამ კლუბი ახალ თავდამსხმელს, კერძოდ კი ალექსის სანჩესს არ შეიძენს. შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრები, რომელშიც ალექსისი გამოდის, გუშინ კოპა ამერიკას ვენესუელასთან მატჩში გამოეთიშა. ამან კი, შეიძლება მისი "ბარსაში" ტრანსფერი საგრძნობლად დააჩქაროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.