მესი: "დარწმუნებული არ ვარ, რომ "კლასიკოში" ვითამაშებ"

მესი: "დარწმუნებული არ ვარ, რომ "კლასიკოში" ვითამაშებ"

"ბარსელონას" 28 წლის ლიდერი ლიონელ მესი, ჯერჯერობით, 100 პროცენტით დარწმუნებული არაა, რომ 21 ნოემბერს მადრიდის "რეალთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

"ყოველდღე თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და "კლასიკოსთვის" დაბრუნება მინდა, თუმცა, ჯერჯერობით, 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, რომ ვითამაშებ.

დიახ, ტკივილებს აღარ ვგრძნობ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც ჩემი თანაგუნდელები", - მესის ამ სიტყვებს მადრიდული Marca ავრცელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.