მესი "ელ კლასიკოში" თამაშის იმედს არ კარგავს

მესი "ელ კლასიკოში" თამაშის იმედს არ კარგავს

მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში მადრიდის "რეალთან" თამაშის იმედს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, 28 წლის არგენტინელი პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ძალებს არ იშურებს და თამაშის იმედი მაინც აქვს.

გარდა ამისა, როგორც Cope ავრცელებს ინფორმაციას, ლეო მესი რამდენიმე დღის შემდეგ პრობლემების გარეშე ირბენს. თავდამსხმელი არ გარისკავს, თუმცა ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესი 21 ნოემბერს გასამართ მატჩში ვერ ითამაშებს, რადგან გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.