"რომა"-"ბარსას" მატჩში კუიპერსი იმსაჯებს

"რომა"-"ბარსას" მატჩში კუიპერსი იმსაჯებს

ცნობილია იმ მსაჯის ვინაობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონში "ბარსელონას" სადებიუტო შეხვედრაში იმსაჯებს.

ხვალ, "ბარსელონა" რომში, 22 საათსა და 45 წუთზე, "ოლიმპიაკოზე" ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის.

კუიპერსს "ბარსელონას" მონაწილეობით 5 მატჩში უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 3 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1-ც წააგეს. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" კუიპერსის განსჯილი გასვლითი შეხვედრა არასდროს მოუგია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.