"ბარსელონა”-პსჟ-ს ბიორნ კუიპერსი განსჯის

"ბარსელონა”-პსჟ-ს ბიორნ კუიპერსი განსჯის

10 აპრილს, თბილისის დროით 22:45, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩი ”ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის, რომელსაც ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კუიპერსი უმსაჯებს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრას, ”ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის განსჯის არბიტრების ბრიგადა ბიორნ კუიპერსის მეთაურობით. 40-წლის მსაჯს უკვე აქვს ერთხელ მონაწილეობა მიღებული ”ბარსას” თამაშში ჩემპიონთა ლიგაზე ”მილანის” წინააღმდეგ. მაშინ ჰოლანდიელმა ”როსონერის” კარში პირველ ტაიმში ორი თერთმეტმეტრიანი დადო. 

სულ კუიპერსმა ”ბარსელონას” 5 მატჩი იმსაჯა. კატალონიელებმა აქედან 3 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და ერთიც წააგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.