სუბისარეტა: "სუარესი კარგ ფორმაშია"

სუბისარეტა: "სუარესი კარგ ფორმაშია"

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა აცხადებს, რომ გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი კარგ ფორმაში იმყოფება.

სუბისარეტამ ეს განცხადება "ბარსელონა ბ"-სა და ინდონეზიის ახალგაზრულ ნაკრებს შორის გამართული მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ლუის სუარესმა. როგორც მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მეტოქე 6:0 გაანადგურეს, თავად ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კი დუბლის ავტორი გახდა.

"სუარესმა ძალიან კარგად ითამაშა. მის შემთხვევაში, ჩვენ არ ველოდებით გამოჯანმრთელებას ტრავმის შემდეგ. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაანალიზოთ დღეები, მოიგოს თავისი მატჩები და იყოს საუკეთესო ფორმაში, როდესაც ის კვლავ შეძლებს მოედანზე გასვლას." - განაცხადა სუბისარეტამ.

შეგახსენებთ, რომ სუარესი დისკვალიფიკაცირებული იყო 9 მატჩით სანაჯრებო დონეზე. ასევე, მას აკრძალული ჰქონდა ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, იტალიასთან მატჩში, ჯორჯო კიელინისთან მომხდარი ინციდენტის გამო. მოგვიანებით, სასჯელი შედარებით შემცირდა - თავდამსხმელს "ბარსელონასთან" ვარჯიშისა და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღების ნება დართეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.