ბარსელონამ სოსიედადთან იმარჯვა | ფეხბურთელთა შეფასებები
ლა ლიგის 35-ე ტურში "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.
"ბლაუგრანას" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლამინ იამალი გახლდათ, რომელმაც მე-40 წუთზე გოლის გატანაც მოახერხა და ლა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 16 წლის ასაკში 5 გოლის გატანა შეძლო.
ესპანური გრანდის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო პედრის სტაბილური პირველი ტაიმი იყო, რომელიც ტრავმის შემდეგ, ნელნელა ფორმაში შედის და ძველ კონდიციებს უბრუნდება.
90 წუთის ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთელები SofaScore-მა ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - ყველაზე მაღალი ქულათა რეიტინგი რაფინიამ დაიმსახურა (8.1), რომელმაც ყველაფერთან ერთად პენალტი ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მოგებით "ბარსელონა" 76 ქულას აგროვებს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილზე მე-2 ადგილს იკავებს. ჩავის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, ალმერიას წინააღმდეგ გამართავენ.
ტერ-შტეგენი - 7.7
ჟოაუ კანსელუ - 7.2
ინიგო მარტინესი 7.1
პაუ კუბარსი - 7.2
ჟულს კუნდე - 7.7
პედრი - 7.4
კრისტენსენი - 6.7
გიუნდოგანი - 7.3
რაფინია - 8.1
ლევანდოვსკი - 7.0
იამალი 7.6
შეცვლაზე შემოსულები:
სერჟი რობერტო - 6.7
ფერმინ ლოპესი 6.4
ფერან ტორესი - 6.7
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]