Sport: „ბარსელონა“ ალვესის შემცვლელად ხუანფრანს განიხილავს

Sport: „ბარსელონა“ ალვესის შემცვლელად ხუანფრანს განიხილავს

მადრდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი ხუანფრანი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Sport.es.

კატალონიელები აგრძელებენ ფეხბურთელის ძიებას, რომელიც დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანი ალვესის შეცვლას შეძლებს. პირველ ვარიანტად "ბლაუგრანა" "ფიორენტინას" შემტევ ნახევარმცველს, ხუან კუადრადოს განიხილავს, რომლის პრეტენდენტები, ასევე, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" არიან.

"ბარსა", ასევე, განიხილავს ლუკაშ პიშჩეკის შეძენის ვარიანტს დორტმუნდის "ბორუსიადან". გუნდი, ამ პოიზციაზე, პედროს გამოყენებასაც აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 54 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.