"ბარსელონა" პიშჩეკით ინტერესდება

"ბარსელონა" პიშჩეკით ინტერესდება

დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი კატალონიის "ბარსელონას" ყურადღების სფეროში მოექცა.

კატალონიური კლუბი პოლონეთის 29 წლის ფეხბურთელის კანდიდატურას დანი ალვესის წასვლისა და ხუან კადრადოს ("ფიორენტინა") ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში განიხილავს, იტყობინება El Mundo Deportivo.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პიშჩეკით "რომა" ინტერესდება და "ბორუსიამ", შესაძლოა, ფეხბურთელი 18 მილიონ ევროდ გაყიდოს.

გერმანიის ჩემპიონატში, 2013/14 სეზონში, პიშჩეკმა 19 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 3 გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 43 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.