პედრო: "მარტინოსთვის ძირითადი შემადგენლობის შერჩევა იოლი არაა"

პედრო: "მარტინოსთვის ძირითადი შემადგენლობის შერჩევა იოლი არაა"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს, ყოველი მატჩის წინ, საკმაოდ რთული დავალება აკისრია. პედრომ აღნიშნა, რომ ეს ძირითადი შემადგენლობის არჩევაა.

"მე ვიმუშავებ და ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა "რეალთან" ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე, რადგან ასეთი შეხვედრები უნიკალურია. არასდროს არ მსურს მარცხი ასეთ თამაშებში. ჩვენი მწვრთნელის დავალება არც თუ ისე ადვილია, რადგან მის განკარგულებაში 23 ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მაგრამ, ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს მარტინოს გადაწყვეტილება. მე ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტი გამოვიყენო, როდესაც გავალ მოედანზე." - თქვა პედრომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.