ინიესტა: „მარტინოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო“

ინიესტა: „მარტინოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო“

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მისთვის, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

არგენტინელმა სპეციალისტმა შეხვედრის 72-ე წუთზე ინიესტა შეცვალა. მისი ადგილი თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა დაიკავა.

"მე გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მარტინომ შემცვალა. მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, მარცხი ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ მატჩი რთული იქნებოდა. ახლა, ჩვენ ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატსა და სამეფო თასის ფინალზე უნდა გადავიტანოთ." - განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" 0:1 დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 43 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.