პედრო როდრიგესი მატჩის შემდეგ

პედრო როდრიგესი მატჩის შემდეგ

"ლუჯრ-ბროწეულისფერების" თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა შეაჯამა თავისი გუნდის გამარჯვება კატალონიურ დერბიში (0:1).

"ბარსელონასთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან, როგორც ვნახეთ, ჩვენმა პირდაპირმა კონკურენტებმა ასევე მოიგეს თავიაანთი მატჩები. თუმცა, ჩვენ თავდაპირველად ორიენტირებულნი ვართ შედეგზე და რა მოხდება საბოლოოდ.

სიტუაცია სატურნირო ცხრილში არ შეცვლილა. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ისეთ ვარიანტს, რომ ტიტულზე პრეტენდენტებმა ქულები ჩემპიონატის ბოლომდე არ დაკარგონ. ყველას ესმის, თუ როგორი იქნება ტიტულისთვის ბრძოლა ასეთ შემთხვევაში.

"ესპანიოლი" იბრძოდა და თითქმის დაგვაკარგვინა ქულები. "ბარსელონამ" მეტოქის "გატეხვა" შეხვედრის ბოლოს შეძლო. ეს გასაკვირი არაა, ასეთი თამაშები ყოველთვის დაძაბულია." - განაცხადა პედრომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.