კრიშტიანუ რონალდუ - 2013 წლის საუკეთესო ბომბარდირი

კრიშტიანუ რონალდუ - 2013 წლის საუკეთესო ბომბარდირი

მადრიდის "რეალის" 28 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ევროპის მასშტაბით 2013 წლის საუკეთესო ბომბარდირია. პორტუგალიელის ანგარიშზე სხვადასხვა ტურნირებზე - 69 გატანილი ბურთია, რაც 6 გოლით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

ამ მაჩვენებლებით მეორე ადგილზე 32 წლის შვედი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმყოფება - 47 გატანილი ბურთით. ხოლო მესამეზე, ლიონელ მესი - 45 გოლით.

ტოპ-10 ბომბარდირი 2013 წელს გატანილი გოლების მიხედვით:

1. კრიშტიანუ რონალდუ - 69 გოლი

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 47 გოლი

3. ლიონელ მესი - 45 გოლი

4. ლუის სუარესი - 42 გოლი

5. ედინსონ კავანი - 41 გოლი

6. რობერტ ლევანდოვსკი - 39 გოლი

7. დიეგო კოშტა - 36 გოლი

8. ჯექსონ მარტინესი - 33 გოლი

9. რობინ ვან პერსი - 31 გოლი

10. სერხიო აგუერო - 30 გოლი

* აქვე შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს ჯერ კიდევ აქვთ შანსები ამ სიაში საკუთარი მაჩვენებლები შეცვალონ, 2013 წლის მონაცემებით. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.