რონალდუმ მესის 2013 წელს გატანილი გოლების რაოდენობით გაასწრო

რონალდუმ მესის 2013 წელს გატანილი გოლების რაოდენობით გაასწრო

მადრიდის "რეალის" 28 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ამ მომენტისათვის ესპანური ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირია 2013 წელს. იტყობინება, AS.

პორტუგალიელის ანგარიშზე 2013 წელს ჩატარებულ 38 თამაშში 39 გატანილი გოლია. კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის არგენტინელის, ლიონელ მესის ანგარიშზე კი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე ხშირი კონკურენტია "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებებზე, 34 ჩატარებულ მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი. 

რონალდუმ 2013 წელს ესპანეთის ჩემპიონატში 20 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე - 6 მატჩში 6 გოლი და სწორედ ამდენივე ესპანეთის თასზე და პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.