ფეხბურთის მოედნიდან და ტრიბუნიდან თამაშის აღქმა ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. ფეხბურთელები მოვლენების ეპიცენტრში არიან და გადაწყვეტილებების მიღება ძალიან სწრაფად უწევთ, ტრიბუნაზე მყოფ ადამიანს კი ეპიზოდების შეფასების განსხვავებული შესაძლებლობა აქვს. ამ უპირატესობის გამოყენება სცადა როდრიგო ერნანდესმაც, რომელიც 3 ნოემბერს მიღებული ტრავმის შემდეგ თამაშს ვერ ახერხებს.
მადრიდელი ნახევარმცველი “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” შეხვედრას “სპოტიფაი კამპ ნოუს” ტრიბუნიდან, განაცხადს მიღმა დარჩენილი ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი სექტორიდან ადევნებდა თვალს. როდრი თანაგუნდელების თამაშში აქტიურად იყო ჩართული და მათ მიერ განხორციელებულ შესანიშნავ ქამბექსაც ემოციურად შეხვდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, DAZN-ის კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც როდრიმ ერიკ გარსიას დაუძახა. “ბარსელონას” მცველი ტრიბუნასთან მივიდა და თანაგუნდელის მითითებები მოისმინა. უცნობია, როდრი უშუალოდ ერიკს აძლევდა რჩევებს თუ მისი მეშვეობით სხვა ფეხბურთელისთვის სურდა ინფორმაციის გადაცემა.
როდრის გავლენა მხოლოდ მოედანზე მისი თამაშით არ შემოიფარგლება. ის უკვე “ბარსელონას” გასახდელის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ნახევარმცველი თანაგუნდელთა დიდ ნაწილს კარგად იცნობს, რადგან ეს ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებშიც მისი თანაგუნდელები არიან, სადაც როდრი კაპიტნის როლს ასრულებს. გასულ ზაფხულს მათ ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგეს.




საკვირველია, ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ რომ ვერ გაშიფრეს როდრის რჩევები. და პირდაპირ რო ეკითხათ?
როდრი პედრი დეიონგი ოლმო აესიქნება ძალიან მაგარი ცენტრი თუ მოსინჯეს 1 დღე ჩახსნას გორდონი ადეიემის ფლანგი და ასე ათამაშოს 4 3 1 2 ტაქტიკით