მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიგო პერესი: ვიცოდით, რომ ორი გოლი საკმარისი არ იქნებოდა

ინიგო პერესი: ვიცოდით, რომ ორი გოლი საკმარისი არ იქნებოდა

მოკლედ
"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა "ბარსელონასთან" 2-3 მარცხი შეაფასა. მისი თქმით, გუნდმა თავიდანვე იცოდა, რომ ორბურთიანი უპირატესობა გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნებოდა.

“ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა ინიგო პერესმა “ბარსელონასთან” წარუმატებელი სერია ვერ შეწყვიტა. ესპანელმა სპეციალისტმა კატალონიურ გუნდთან მეხუთე მარცხი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა მატჩის საწყის წუთებში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, ჰანსი ფლიკის შეგირდებმა მეორე ტაიმში შეხვედრის შემოტრიალება და 3-2 გამარჯვება მოახერხეს.

მატჩის დასრულების შემდეგ პერესმა DAZN-თან ისაუბრა და მოპოვებული უპირატესობის დაკარგვით გამოწვეული იმედგაცრუება არ დამალა.

“მწარე განცდაა. ეს უნდა გადავლახოთ და მომდევნო მატჩზე გადავერთოთ. როდესაც 35 წუთს ძალიან კარგად თამაშობ და 2-0-ს იგებ, იცი, რომ მეტოქე შეუსვენებლად შემოგიტევს, სანამ ანგარიშს არ შემოატრიალებს. 3-2-ის შემდეგაც კი ისინი მხოლოდ შედეგის შენარჩუნებაზე არ თამაშობენ. თავადაც ვყოფილვარ ფეხბურთელი და ვიცი, რამდენად რთულია ასეთი ვითარება. მტკივნეულია, რომ მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად, საბოლოოდ ვერაფერი მივიღეთ.”

“რაიო ვალიეკანოს” ყოფილმა მწვრთნელმა აღიარა, რომ მისი გუნდი ორბურთიან უპირატესობასაც არასაკმარისად მიიჩნევდა.

“მატჩამდე მაღალ პრესინგზე ვსაუბრობდით და პირველი გოლიც სწორედ ასე გავიტანეთ. ვფიქრობ, ამ მხრივ კარგად ვიმოქმედეთ, ისევე როგორც ბურთის კონტროლის თვალსაზრისით. ვიცოდით, რომ ორი გოლი საკმარისი არ იქნებოდა. მეორე ტაიმში, შესაძლოა, ხარისხი, რწმენა, ფიზიკური ძალა დაგვაკლდა… ვერ შევძელით თამაშის სათანადოდ წარმართვა, თუმცა უფრო ზუსტი ანალიზის გასაკეთებლად ჯერ შეხვედრას უნდა გადავხედო.”

მიუხედავად მარცხისა, პერესმა ხაზი გაუსვა, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ წარმატების მისაღწევად აგრესიული ფეხბურთის თამაშია აუცილებელი და მხოლოდ დაცვაზე კონცენტრირება შედეგს ვერ გამოიღებს.

“როდესაც ისინი ასეთ ზეწოლას ახორციელებენ, უნდა გააცნობიერო, რომ დაცვაში ძალიან კარგად თამაში გმართებს. ამის გაკეთება რთულია. ზოგჯერ სათადარიგოთა სკამიდან ცვლილებების შეტანისას სწორ გადაწყვეტილებას იღებ, ზოგჯერ კი ცდები. ‘ბარსელონას’ წინააღმდეგ სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო, რადგან მხოლოდ თავის დაცვა და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნების მცდელობა შედეგს არ იძლევა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 23 ნოე 2026, 13:59

    რეალმა სელტასთან ერთი ბურთი ამოქაჩა და მთელი ჰალას სატავი თავიანთ ვარსკვლავებს აქებდა, ბარსას ქამბექზე როგორც ყოველთვის ბარსას იღბალა გუნდი უწოდეს და ვილარეალს უტრაკო გუნდი.