“ბარსელონასა” და “ხეტაფეს” დაპირისპირების დაწყებას წინ არაერთი ემოციური მომენტი, პატივისცემის გამოხატვა და დაჯილდოება უძღოდა. პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ განცხადების შემდეგ, პარასკევს Auditori 1899-ში პედროს საზეიმო გაცილება მოეწყო, სადაც მის ბრწყინვალე კარიერასა და კლუბთან მჭიდრო კავშირს განსაკუთრებული პატივი მიაგეს.
ამ დაფასების ლოგიკურ დასაგვირგვინებლად, “ბარსას” ლეგენდა უშუალოდ მატჩის წინ მოედანზე გამოვიდა და შეხვედრის სიმბოლური საწყისი დარტყმა შეასრულა. ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრებისგან კანარელმა შემტევმა უდიდესი ოვაციები მიიღო – ეს იყო განსაკუთრებული წამები იმ ფეხბურთელის პატივსაცემად, რომელმაც “ბლაუგრანას” ისტორიაში წარუშლელი მემკვიდრეობა დატოვა.
სექტემბრის თვის გამარჯვებულები
მატჩისწინა პროტოკოლი პირველი გუნდის ბრწყინვალე ფორმის აღსანიშნავადაც გამოდგა. სასტარტო სასტვენამდე რაფინიამ ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჩაიბარა – ბრაზილიელმა შემტევმა ეს აღიარება ზედიზედ მეორედ დაიმსახურა, რადგან საუკეთესოდ ის აგვისტოშიც დასახელდა.
ყურადღების ცენტრში მოექცა ჟოაუ კანსელუც, რომელსაც სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდო ოფიციალურად გადაეცა “რასინგის” კარში გატანილი ულამაზესი ბურთისთვის.
საინტერესოა ბურთის თამაშში შეყვანაზე იქით ხეტაფეს კარში დარტყმაზე არ უფიქრია?