workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟიულ კუნდე – ბარსას ახალი ფრანგი რეკორდსმენი

ჟიულ კუნდე – ბარსას ახალი ფრანგი რეკორდსმენი

bolt მოკლედ
ჟიულ კუნდემ ერიკ აბიდალს გადაასწრო და 194 ჩატარებული მატჩით "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელი ფრანგი ფეხბურთელი გახდა. ისტორიული მიღწევა მცველმა "ხეტაფესთან" (3-0) გატანილი გოლით აღნიშნა.

ახლა ეს უკვე ოფიციალურია: 194 ჩატარებული შეხვედრით ჟიულ კუნდე “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მქონე ფრანგი ფეხბურთელი გახდა. “ბარსას” მცველმა ამ ისტორიულ ნიშნულს შაბათს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართულ ლა ლიგის მატჩში მიაღწია და მისთვის ისტორიული საღამო მეორე ტაიმში გატანილი გოლითაც დააგვირგვინა – სწორედ მან დააფიქსირა შეხვედრის საბოლოო ანგარიში (3-0).

მეხუთე სეზონი ბარსელონაში

კუნდე “ბარსაში” “სევილიადან” 2022 წლის ზაფხულში გადმოვიდა. მას შემდეგ ფრანგმა “ბლაუგრანას” მაისურით:

  • ლა ლიგაში 131 მატჩი ჩაატარა;
  • კოპა დელ რეიზე – 18;
  • ესპანეთის სუპერ თასზე – 8;
  • უეფას ჩემპიონთა ლიგაზე – 35;
  • ევროპა ლიგაზე – 2.

ამ შეხვედრებში, სადაც ის როგორც მარჯვენა მცველის, ისე ცენტრალური მცველის პოზიციას წარმატებით ირგებდა, მის ანგარიშზე 10 გატანილი გოლი და 22 საგოლე გადაცემაა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, ეჭვგარეშეა, 2024/25 წლების კოპა დელ რეის ფინალში “რეალ მადრიდის” კარში ექსტრა-ტაიმში გატანილი საჩემპიონო გოლი გახლდათ, რომელმაც “ბარსელონას” ტიტული მოუტანა.

შვიდი ტიტული

27 წლის ფრანგ მცველს “ბარსელონასთან” ერთად უკვე შვიდი ტიტული აქვს მოგებული:

  • ლა ლიგა (3): 2022/23, 2024/25, 2025/26
  • ესპანეთის სუპერ თასი (3): 2022/23, 2024/25, 2025/26
  • კოპა დელ რეი (1): 2024/25
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • QINQO
    QINQO ვეტერანი
    schedule 11 ოქტ 2026, 16:59
    #3

    შეხედე… იმ პაციენტს მაინც რამდენი მოუსწრია 😆

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 11 ოქტ 2026, 14:52
    #2

    ჟოანი წელსაც აიღებს ზამორას დიდი ალბათობით… ტიტო ვილიანოვას მსგავს სეზონს ატარებს ბარსა და იმედია იმაზე უკეთესი იქნება ანუ ტრებლი ან დუბლი ლალიგა და ლიგით ტრიუმფი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 ოქტ 2026, 13:28
    #1

    კარგია, რო რეკორდი გოლით აღნიშნა, ეს ბარსამ უნდა სავალდებულო გახადოს ყველა ფეხბურთელისათვის. დაამყარე რეკორდი გაიტანე გოლი, ნუ მეკარეს ნუ გავუხდით სავალდებულოს სამაგიეროდ გოლი არ უნდა გაუშვას.