workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ხეტაფესთან მატჩის წინ: რაფინია ორ მატჩს გამოტოვებს

ჰანსი ფლიკი ხეტაფესთან მატჩის წინ: რაფინია ორ მატჩს გამოტოვებს

calendar_month მატჩის დრო: 10 ოქტომბერი, 20:30

ლა ლიგის მე-8 ტურში “ხეტაფესთან” საშინაო მატჩის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ საკადრო ვითარებაზე, გადატვირთულ კალენდარსა და ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.

რაფინიას მდგომარეობა და სანაკრებო გადაღლილობა

მთავარი სიახლე რაფინიას ეხება – ბრაზილიელი მარჯვენა ბარძაყის კუნთის შეშუპების გამო “ხეტაფესთან” ვერ ითამაშებს და ის განაცხადში არც ჩემპიონთა ლიგაზე, “გალათასარაის” წინააღმდეგ იქნება.

“გამოკვლევებმა გარკვეული დისკომფორტი აჩვენა. ეს ტრავმა არ არის, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან გასულ წელს სამი ტრავმა ჰქონდა და მას გაფრთხილება სჭირდება. ის არ იქნება ხელმისაწვდომი ხვალ და არც ‘გალათასარაისთან’.

ნაკრები ნაკრებია და ნებისმიერისთვის მთავარი მიზანი საკუთარი ქვეყნის დაცვაა – ასეთია რაფინიას მენტალიტეტიც, ის ყოველთვის 100%-ით იხარჯება. თუმცა, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად აუცილებელი იყო მისთვის ავსტრალიაში თამაში და ამდენი ათასი კილომეტრის გავლა. ეს წარმოუდგენელია. ფეხბურთელებზე ძალიან დიდი ზეწოლაა. ეს ვითარება უნდა მივიღო და ჩემს გუნდში წუთები სწორად ვმართო. სწორედ ამიტომ ვაფასებ ძალიან იმას, რასაც ლუის დე ლა ფუენტე ჩემს ფეხბურთელებთან დაკავშირებით აკეთებს – ეს იდეალურია, ის ძალიან კარგად მოქმედებს და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს”.

ლამინ იამალის ფენომენი

ფლიკმა აღფრთოვანება ვერ დამალა ლამინ იამალის სანაკრებო და საკლუბო ფორმის გამო:

“ის, რაც ესპანეთის ნაკრების მატჩებში და ჩვენთან პირველ რვა შეხვედრაში ვნახე, დაუჯერებელია. ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ თამაშს ცოცხლად ვუყურე. ლამინი ახალგაზრდაა, მალე აღიდგენს ძალებს და ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას იღებს. აქვს წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა და სწორი დამოკიდებულება. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, თუ უკვე არ არის. მისი მენტალიტეტითა და ყოველდღიური განვითარების სურვილით ის სწორ გზაზე დგას”.

მეკარის პოზიცია: ჟოან გარსიას დაბრუნება

მეკარის ხაზზე არსებულ კონკურენციაზე ფლიკმა აღნიშნა:

“ლივაკოვიჩი ყოველთვის არჩევანია, ისევე როგორც ტეკი (შჩესნი). თუმცა იმის მიხედვით, რაც დღეს ვნახეთ, ჟოანი შესანიშნავ ფორმაშია და ვფიქრობ, ის სასტარტოში დაიწყებს”.

შემადგენლობის სიახლეები: გაბრიელ ჟეზუსი, დე იონგი, ესპარტი და ბერნალი

გაბრიელ ჟეზუსი სასტარტოში

“დიახ, იდეა სწორედ ისაა, რომ მან ძირითადში დაიწყოს. მოსვლის შემდეგ მან საგრძნობლად მოუმატა და საჯარიმოში ძალიან ძლიერია. გასულ კვირებში ბევრი ივარჯიშა, ძალიან მომეწონა და მზადაა სასტარტოში დასაწყებად”.

პრესინგი რაფინიას გარეშე

“ვარჯიშებზე ბევრი ძალიან კარგი რამ ვნახე – ბურთზე პრესინგი შესანიშნავი იყო. ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია და მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამის გასაკეთებლად მზად არიან”.

ფრენკი დე იონგი

“გეგმა ასეთია: შესაძლოა, ‘ბეტისთან’ მატჩი იყოს პირველი შემთხვევა, როცა ის განაცხადში მოხვდება. სიახლეები კარგია, ტკივილი აღარ აწუხებს, თუმცა უნდა დავიცადოთ. რაც შეეხება ცენტრალურ მცველად თამაშს – რა თქმა უნდა, მას შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ფრენკი ერთ-ერთია”.

მარკ ბერნალის ამპლუა

“ვარჯიშზე რამდენჯერმე ითამაშა დაცვის ცენტრში, თუმცა მას ამ პოზიციაზე ვერ ვხედავთ. ასეთი ტალანტის მქონე ახალგაზრდისთვის კარგია, რომ თავის ბუნებრივ ამპლუაში ითამაშოს, განვითარდეს და თავდაჯერებულობა მოიმატოს. მას ცენტრალურ მცველად არ განვიხილავ”.

კონკურენცია და ჩავი ესპარტი

“თითოეულ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვყავს და ყველამ მაქსიმუმი უნდა აჩვენოს, რადგან სხვაგვარად მათი ჩანაცვლება შეგვიძლია. მიხარია ის ინტენსივობა, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ. კლუბისთვის და ყველასთვის შესანიშნავია, რომ ისეთი მოთამაშე გვყავს ‘ლა მასიადან’, როგორიც ესპარტია”.

მოახლოებული მატჩები და კალენდარი

“ჩვენთვის მომდევნო მატჩი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი მომავალი მეტოქე ‘ხეტაფეა’, რომელიც ძალიან რთული მოწინააღმდეგე იქნება – ვიცით, როგორ თამაშობენ და მათ წინააღმდეგ ყოველთვის მძიმე ბრძოლაა. წინ ხუთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვაქვს, უნდა მოვემზადოთ და მოვემზადებით კიდეც”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 09 ოქტ 2026, 19:45
    #3

    ისე, პსჟ-სთან რევანშის რამდენი მიზეზი გვაქვს და თან საფუძველიც იმის, რო ყველაზე კაი დრო ახლა ხოშიანად გავუდოთ ამათ. იმბეცილ დემბელეს ფერან ტორესიც დაემატა და პლიუს ამ საზიზღარ გუნდს ვერასდროს ვერ ვიტანდი, სიტიო, სიტის უფრო ვაფასებდი ყოველთვის ვიდრე ამათ, კარგა გემრიელად უნდა ამოვისვათ უკანალში. და კლასიკოს რაც შეეხება, ჩმოურინიოს რო გაედება ეგ ხო ისედაც კარგად ვიცით.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 09 ოქტ 2026, 19:25
    #2

    რაფინიამ კი არა კუბარსიმ და იამალმაც დაისვენოს. უმნიშვნელოვანესი მატჩები მოდის.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 09 ოქტ 2026, 19:18
    #1

    იმხელა რესურსია გუნდში, რო როგორმე გადავიტანთ ამ ორ მატჩს, პსჟ-სთან და რეალთან კი დაგვჭირდება უეჭველი.