workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუთი საინტერესო ფაქტი ხეტაფესთან მატჩის წინ

ხუთი საინტერესო ფაქტი ხეტაფესთან მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 10 ოქტომბერი, 20:30
bolt მოკლედ
სანაკრებო პაუზის შემდეგ "ბარსელონა" ლა ლიგას უბრუნდება და მე-8 ტურში "ხეტაფეს" უმასპინძლებს. მატჩის წინ წარმოგიდგენთ ხუთ საინტერესო ფაქტს: საშინაო წაუგებელი სერია, ისტორიული სტარტის გამეორების შანსი და სამი საიუბილეო მიღწევა (რაფინია, კუნდე და მარტინი).

ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგას უბრუნდება. ჰანსი ფლიკის გუნდი შიდა ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ხეტაფეს” მიიღებს. გთავაზობთ მოახლოებული შეხვედრის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან სტატისტიკურ დეტალებს.

1. წაუგებელი საშინაო სერია

“ბლაუგრანას” საკუთარ მოედანზე “ხეტაფესთან” არცერთი მატჩი არ წაუგია. მადრიდული კლუბი კატალონიას სულ 21-ჯერ ესტუმრა, საიდანაც 17 შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ხოლო 4 ფრედ დასრულდა. უფრო მეტიც – “ბარსელონამ” ბოლო რვა საშინაო დუელი მოიგო, უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

2. ისტორიაში საუკეთესო სტარტის გამეორების შანსი

შაბათს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამარჯვების შემთხვევაში ჰანსი ფლიკის გუნდი რვიდან რვა მოგებას დააფიქსირებს. ეს მაქსიმალური მაჩვენებელი გაიმეორებს ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სასტარტო სერიას, რომელიც 2013/14 წლების სეზონში ხერარდო მარტინოს ხელმძღვანელობით დაფიქსირდა.

3. რაფინია ნეიმარის კვალდაკვალ

მოედანზე გამოჩენის შემთხვევაში რაფაელ დიას ბელოლი “რაფინია” “ბარსელონას” ისტორიაში ბრაზილიელ ფეხბურთელთა შორის ჩატარებული მატჩებით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს და ნეიმარს გაუთანაბრდება (186 მატჩი “ბლაუგრანას” მაისურით). ბრაზილიელი შემტევი 2026/27 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირია და ლა ლიგაში გატანილი 12 გოლით პიჩიჩის დავას დამაჯერებლად ლიდერობს.

4. კუნდეს შეუძლია ერიკ აბიდალს გადაასწროს

ეს შეხვედრა შესაძლოა ისტორიული გამოდგეს ჟიულ კუნდესთვისაც. მოედანზე გასვლით ფრანგი მცველი “ბარსელონას” ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ფრანგ ფეხბურთელებს შორის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. ამ მომენტში “ბარსას” 23-ე ნომერი 193 შეხვედრით ერიკ აბიდალთან იყოფს პირველ ადგილს.

5. ჟერარ მარტინის საიუბილეო მე-100 მატჩი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჟერარ მარტინს უკავშირდება, რომელსაც “ბარსელონას” პირველ გუნდში საიუბილეო, მე-100 მატჩის ჩატარება შეუძლია. კატალონიელი მცველის დებიუტი 2024 წელს “მესტალიაზე” შედგა, სადაც გუნდმა 2-1 გაიმარჯვა. ორწელიწად-ნახევრის შემდეგ 18 ნომერი ფლიკის ტაქტიკურ მონახაზში მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა და შაბათს შესაძლოა თავისი ასეული შეავსოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 08 ოქტ 2026, 14:49
    #1

    ძალიან საინტერესო ფაქტები იყო.