მცველმა ჟერარ მარტინმა “ბარსელონას” მაისურით მე-100 ოფიციალურ მატჩს მიაღწია. კატალონიელმა ფეხბურთელმა ჰანსი ფლიკის სრული ნდობა დაუღალავი შრომითა და როგორც ფლანგზე, ისე დაცვის ცენტრში საიმედო თამაშით დაიმსახურა.
მარტინის დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში 2024 წლის 17 აგვისტოს, “მესტალიაზე”, “ვალენსიას” წინააღმდეგ შედგა, სადაც ფლიკის გუნდში მარცხენა მცველის პოზიცია დაიკავა. სადებიუტო 2024/25 წლების სეზონში მან პირველ გუნდში 42 მატჩი ჩაატარა.
განაპირა მცველიდან დაცვის ცენტრამდე
ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მეორე სეზონში (2025/26) ჟერარ მარტინმა საკუთარი ფასი კიდევ უფრო ნათლად დაამტკიცა – მან 51 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დაცვის მარცხენა ფლანგის გარდა, ცენტრალური მცველის პოზიციაზეც უმაღლეს დონეზე იასპარეზა.
მიმდინარე სეზონში მცველმა “ბლაუგრანას” რიგებში კიდევ შვიდი შეხვედრა მიითვალა და სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ პირველსავე მატჩში საიუბილეო ასეული შეავსო. “ბარსა ატლეტიკიდან” პირველ გუნდამდე განვლილი გზის შემდეგ, ჟერარ მარტინი “ბარსას” სრულუფლებიანი “ცენტურიონია”.
ისე მშვენიერი მუშა მცველია, რასაც აკეთებს სულს და გულს ატანს, მთლად კუბარსი ვერ არის, მაგრამ პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს.