workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინისიუსს ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება

ვინისიუსს ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება

bolt მოკლედ
"ვილიარეალთან" მატჩში სალიბასთვის თმებზე მოქაჩვის გამო მიღებული პირდაპირი წითელი ბარათისა და მთავარი მსაჯის ოქმის შემდეგ, "რეალ მადრიდის" შემტევ ვინისიუს ჟუნიორს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 25 ოქტომბერს "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გასამართი ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება.

“რეალ მადრიდს” ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შეექმნა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ბოლო ეპიზოდი “ვილიარეალთან” შეხვედრაში განსაკუთრებით ხმაურიანი გამოდგა: ბრაზილიელმა სალიბას წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, რასაც წინ მის მიერ გატანილი, თუმცა სწორედ ამ ინციდენტის გამო გაუქმებული გოლი უძღოდა.

ინციდენტი მეორე ტაიმში მოხდა. მიუხედავად ბრაზილიელის გაძევებისა, დიომანდეს გოლის წყალობით “რეალ მადრიდმა” უპირატესობა შეინარჩუნა. მთავარმა არბიტრმა დიას დე მერამ VAR-ზე მომენტის გადამოწმების შემდეგ წითელი ბარათი უყოყმანოდ ამოიღო, რადგან მეტოქისთვის თმაზე მოქაჩვა რეგლამენტით პირდაპირ აგრესიად კვალიფიცირდება. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ გაძევების შემდეგ ფეხბურთელი მსაჯისკენ აგრესიულად გაემართა და გადაწყვეტილებას მძაფრად აპროტესტებდა.

პრეცედენტები და რეგლამენტი

თუ წარსულ პრეცედენტებს გადავხედავთ, ვინისიუს ჟუნიორმა, დიდი ალბათობით, 25 ოქტომბერს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ელ კლასიკო გამოტოვებს.

ყველაზე ახალი მაგალითი 2026 წლის მაისში იოჰან მოხიკას შემთხვევაა. “მალიორკას” მაშინდელი ფეხბურთელი “ლევანტეს” წინააღმდეგ როჯერ ბრუგესთვის თმის მოქაჩვის გამო გააძევეს, ოქმში კი ჩაიწერა, რომ მან მეტოქეს თმებში მაშინ ჩაავლო, როდესაც ბურთი თამაშში არ იყო. სადისციპლინო კომიტეტმა მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ფერან ტორესის შემთხვევაშიც 2023 წლის იანვარში, “ატლეტიკოსთან” მატჩში. სტეფან სავიჩთან შეხლა-შემოხლისას თმებში მოქაჩვის გამო ფერანსაც ორმატჩიანი სასჯელი დაეკისრა, რადგან ოქმში აღინიშნა, რომ ინციდენტი ბურთის თამაშში ყოფნისას, თუმცა სათამაშო დისტანციის მიღმა მოხდა.

რაც შეეხება ერთმატჩიან სანქციას, ასეთი პრეცედენტი ჰქონდა დიეგო პერკანს (“კორდობა”, 2026 წლის მაისი), თუმცა იქ მეტოქისთვის თმაზე მოქაჩვა უშუალოდ ბურთისთვის ბრძოლის ეპიზოდში დაფიქსირდა.

დიას დე მერას ოქმი

საკვანძო დეტალი სწორედ ისაა, თუ რა ჩაწერა არბიტრმა მატჩის შემდგომ ოქმში: თუ მითითებულია, რომ ბურთი სათამაშო დისტანციის მიღმა იყო, დისკვალიფიკაცია ორმატჩიანი ხდება, რაც ავტომატურად ელ კლასიკოს გამოტოვებას ნიშნავს. დიას დე მერას ჩანაწერი კი ვინისიუსისთვის მეტად მძიმეა:

“73-ე წუთზე ფეხბურთელი დე ოლივეირა დო ნასიმენტო, ვინისიუს ჟოზე გაძევებულ იქნა შემდეგი მიზეზით: მეტოქისთვის თმებზე მოქაჩვა ბურთის თამაშში ყოფნისას, თუმცა მათ შორის სათამაშო ბრძოლის გარეშე”.

არბიტრი ოქმში გაძევების შემდგომ ეპიზოდსაც დეტალურად აღწერს:

“თამაშის შეჩერებისას, გაძევების შემდეგ და ჯერ კიდევ მოედანზე ყოფნის დროს, ის ხმამაღალი ყვირილით განაგრძობდა ჩემი გადაწყვეტილების პროტესტს. ის აგრესიული განწყობით გაემართა იმ ზონისკენ, სადაც ვიმყოფებოდი, რის გამოც საკუთარ თანაგუნდელებს მისი შეჩერება მოუწიათ”.

შესაბამისად, ოქმის ფორმულირებისა და მსაჯის მიმართ გამოხატული აგრესიის გათვალისწინებით, სადისციპლინო კომიტეტისგან ორმატჩიანი სასჯელის გამოტანა თითქმის გარდაუვალი ჩანს. ეს კი ნიშნავს, რომ “რეალ მადრიდი” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თავისი ლიდერის გარეშე ჩამოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

დატოვე კომენტარი

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 11 ოქტ 2026, 16:40
    #9

    კარგია თუ ცუდი არც ვიცი. ტიპი 0 ია ამ სეზონში. დაჟე რო მოუხსნან ეგ უფრო ღადაობა იქნება, პერესი რას იტყვის მერე. არადა ადრე რონალდომ კორდობას ფეხბურთელები სცემა და ზუსტად იმდენი მისცეს რო ატლეტიკო მადრიდთან დაბრუნებულიყო, შეუმცირეს. მარა მაინც 4-0 წააგეს მერე 😂

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 11 ოქტ 2026, 14:56
    #8

    როგორც ვივარაუდე სრულიად რეალმა დაიწყო წუწუნი, ტირილი, ბღავილი, გლოვა. ნეგრეირას ლიგაო, ეს რომ იამალს გაეკეთებინა არ გააძევებდნენო. მაურინიო პრესკომფერენციაზე არ გამოცხადდა. რაც ხდება მათ გამოთაყყვანებულ თავს თურმე ყველაფერი ბარსას ბრალია. ამას სამეფო გუნდი კი არა სოფლის გუნდიც არ იკადრებს. ფუფ, გული მერევა ამ გუნდის ხსენებაზე.

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 11 ოქტ 2026, 14:51
    #7

    ჯობდა ყოფილიყო ამის გარეშე უკეთესია რეალი მარა მაინც ერთი ხუია აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 ოქტ 2026, 13:47
    #6

    ლიდერი არა კვახი, იყოს ითამაშოს თორემ ვინ იცის მაგის მაგივრად ვის დააყენებენ იქნებ უკეთესი ვარიანტი იყოს რეალისთვის. 8 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი “ლიგის რისხვას”

  • 7ermin
    7ermin ახალბედა
    schedule 11 ოქტ 2026, 12:22
    #5

    ჯობია იყოს, ეს და მბაპე ერთად რომ არიან 8 კაცი თამაშობს მხოლოდ პრესინგს

  • JasoN
    JasoN ვეტერანი
    schedule 11 ოქტ 2026, 11:48
    #4

    არადა ჯობდა გდებულიყო თორე ეხლა დაიწყებენ ვინისიუსი ატ გვყავდაო მსაჯებიო ესაო ისაო 🤦 პირდაპირ მოედანზე უნდა გადაკუზულიყო და არა ესე

  • Padaro
    Padaro ახალბედა
    schedule 11 ოქტ 2026, 10:22
    #3

    რა მნიშვნელობა ამის ყოფნას? გუშინ ხეტაფე უკეთესად თამაშობდა ვიდრე რეალი! პერესმა ალბათ ასაკის მიხედვით შეარჩია მწვრთნელი? აბა საღად მოაზროვნე ადამიანი ,ახლა მაურინიოს მოიყვანდა?

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 11 ოქტ 2026, 08:21
    #1

    ამიანადაც და უამისოდაც ერთი ბედი ელის რეალს და აზრი? 😂😂😂