ჩავიმ ვარჯიში განაახლა

ჩავიმ ვარჯიში განაახლა

"დეპორტივოსთან" მატჩის წინ, პარასკევს გამართული ვარჯიშის მთავარი სიახლე ბაზაზე ჩავი ერნანდესის გამოჩენა იყო. "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ჩავიმ ტრავმა ესპანეთის თასზე, "რეალთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო და ამის გამო, მან ლა ლიგის "კლასიკო" გამოტოვა. "მილანის" წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვო იყო, მაგრამ ვეტერანმა ნახევარმცველმა ვარჯიში უკვე განაახლა.

გუნდთან ერთად ივარჯიშა "ბარსა ბ"-ს მეკარე ხორდი მასიპმაც, რომელიც ხოსე მანუელ პინტოს ნაცვლად, სათადარიგოთა სკამზე იჯდება. მასიპი 32-ნომრიან მაისურს მოირგებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.