ჩავი ერნანდესისა და ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია

ჩავი ერნანდესისა და ჟოან ლაპორტას პრესკონფერენცია

გუშინ, ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩავი ერნანდესი "ბარსელონაში" 2025 წლამდე დარჩება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩავი და პრეზიდენტი ლაპორტა პრესკონფერენციას მართავენ:

ჟოან ლაპორტა

მაქვს ბედნიერება გაცნობოთ, რომ ჩავი ბარსელონას ძირითადი გუნდის გაწვრთნას განაგრძობს. იქამდე, სანამ ჩავის პასუხს გავიგებდით, სხვა მენეჯერებთან მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის იყო.

გასულ წელს სუპერკოპა და ლიგა მოვიგეთ, რაც უამრავი სირთულის ფონზე მოხდა. წელს იმ მიზნებს ვერ მივაღწიეთ, რაც დასახული გვქონდა. გვჯერა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, კლუბისთვის საუკეთესო იქნება.

პროექტის სტაბილურობა წარმატების მთავარი კრიტერიუმია. ამ სეზონიდან გვსურს, რომ პოზიტიური გამოცდილება წავიღოთ.

ჩავის დარჩენა ყოველთვის მსურდა, მან ამისათვის უამრავი მიზეზი მომცა. 

ჩავი ერნანდესი 

ჩემი ბარსელონასადმი დამოკიდებულება ყველამ იცის. კლუბისგან დიდი ნდობა მივიღე - მთელი საბჭოსგან, მოთამაშეებისგან… პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.
მუშაობა უნდა განვაგროთ და პროექტი სრულყოფაში მოვიყვანოთ, სწორედ ამ მიზეზით შევცვალე გადაწყვეტილება.
ფეხბურთელების განვითარებამ დამანახა, რომ კარგად მივდივართ. იანვარში ვფიქრობდი, რომ კლუბისათვის უკეთესი იქნებოდა, თუ წავიდოდი, თუმცა ახლა სხვაობას ვხედავ, ძალიან მადლიერი ვარ.
თვითკრიტიკულობა? ტაქტიკურად პსჟ-ზე უკეთესები ვიყავით, თანაც, მატჩის ორივე ნახევარში. არაუხოს გაძევების შემდეგ კონკურენციის უკეთესად გაწევა ვერ შევძელით. ამ მატჩით როგორც მმართველმა შტაბმა, ასევე ფეხბურთელებმაც ბევრი ისწავლეს. მომავალ წელს უკეთესად გამოვალთ.
მედიაში ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს კლუბისგან ბოლო წლის ხელფასს ვითხოვდი, თუმცა, ცხადია, ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის. პრეზიდენტმაც იცის, რომ წასვლის შემთხვევაში, კლუბისგან 1 ევროსაც კი არ მოვითხოვდი"


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #20 Tuesday, 00:35
    0
    MessiAbuTidze4848, ობამეიანგს რომ ეგრე იხსენიებ მაგრად გცოდნია ფეხბურთი ესეიგი მარტო ბარსას თამაში გაქ ნანახი პროსტა სახელის გამო და ლოგოს გამო უყურებ ვითომ ფანი და კაკანებ ათას სირობებს კაცი ბუნდესლიგის ბომბარდირი იყო ბავარია და ლევანდოვსკი ფორმის პიკში რომ იყვნენ ბარსაში მოსახვედრად მაგ ობამეიანგმა თქვა გამო მაღალ ხელფასზე უარი და იმ სეზონში რასაც აკეთებდა რეალს რომ მიცა თან პირში
    ნუ წერ ასეთ ყ.ლეურობებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 26 აპრილი 2024 18:08
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    ციტატა: MessiAbuTidze4848
    Iniesta_8, კაცმა პირველივე სეზონში ლა ლიგა დადო ადამა ტრაორეებით და ობამეიანგებით , მეტი რა ქნას რესურსი თუ არ გაქ დღევანდელ ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ , აღარ არის ის დრო და ტყუილად ნუ აკრიტიკებთ ჩავის სულ მინიმუმ თქვენზე უფრო კარგად ესმის ფეხბურთი

    ადამა არა იხვი. კუნდე, ლევანდოვსკი, რაფინია და სხვა მრავალი ვარსკვლავი მიუყვანეს, მაგით დადო ლა ლიგა.

    ზოგი აქ რა მაგრად უყურებს ბასას თამაშებს smile smile smile smile

    ციტატა: MessiAbuTidze4848
    Iniesta_8, კაცმა პირველივე სეზონში ლა ლიგა დადო ადამა ტრაორეებით და ობამეიანგებით , მეტი რა ქნას რესურსი თუ არ გაქ დღევანდელ ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ , აღარ არის ის დრო და ტყუილად ნუ აკრიტიკებთ ჩავის სულ მინიმუმ თქვენზე უფრო კარგად ესმის ფეხბურთი

    ჩავიზე კარგადაც რო ესმის ფეხბურთი ე იმ ხალხის მოსლა მინდა მე, მე ბარსას დიდება და ლამაზი ფეხბურთი მომენატრა თორე არ გავკარი ხავის თავისი კატალონიელებით, joy joy joy joy joy joy
    ვისაც მოგწონთ ხავის ტრენერობა თქვენი იყოს და თუ მართლა დადებს ხარისხიან ფეხბურთს, მეც გამიხარდება
    Culé [?]
    #18 26 აპრილი 2024 16:45
    1
    ციტატა: MessiAbuTidze4848
    Iniesta_8, კაცმა პირველივე სეზონში ლა ლიგა დადო ადამა ტრაორეებით და ობამეიანგებით , მეტი რა ქნას რესურსი თუ არ გაქ დღევანდელ ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ , აღარ არის ის დრო და ტყუილად ნუ აკრიტიკებთ ჩავის სულ მინიმუმ თქვენზე უფრო კარგად ესმის ფეხბურთი

    ადამა არა იხვი. კუნდე, ლევანდოვსკი, რაფინია და სხვა მრავალი ვარსკვლავი მიუყვანეს, მაგით დადო ლა ლიგა.
    Culé [?]
    #17 26 აპრილი 2024 10:47
    7
    5 წელს არ აცლიან იმ მწვრთნელს, რომელსაც გუნდის ჩამოსაყალიბებლად მილიარდებს დაახარჯავენ. უყიდიან ტოპვარსკვლავებს, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს. ამ მწვრთნელს სათადაროგოთა სკამზეც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები უზის. სწორედ ამ მწვრთნელს უნდა მოსთხოვოს დაუყოვნებლივი კარგი შედეგი მფლობელმა. რომელსაც მილიარდები აქვს დახარჯული... ჩავის კიდევ მილიარდები კი არა, ლამასიის აღზრდილი პირტიტველა ბიჭების დარეგისტრირება ჰქონდა სანატრელი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელები კი არა რომეუ და ძირითადად, არაბეთს მიპყრობილ მზერიანი, საპენსიო ასაკს მიტანებული ფეხბურთელები მოუყვანეს... ამ გუნდმა პირველივე წელს ტიტულები დადო, წელს ლალიგაში იბრძოლეს, ჩემპიონთა ლიგაში იმ დონემდე მივიდნენ სანამდეც ეყოთ, ცოტა გამართლებაც და შეიძლებოდა ფინალამდე გასულიყვნენ... ჩემი მოკრძალებული აზრით, ჩავის იმდენად დიდი დამსახურება აქვს კლუბისა და რაც მთავარია, გულშემატკივრების წინაშე, სწორედ ჩავი იყო სხვებთან ერთად, ერთ-ერთი შემოქმედი იმ ფეხბურთისა, რომლის გამოც ბარსას გულშემატკივარი, წლების განმავლობაში, ოლიმპოდან სიამაყით დაჰყურებდა საფეხბურთო სამყაროს. ამიტომაც და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორების გამო, მართებულად არ მიმაჩნია ის ლანძღვა-გინება, რაც ჩავის დღიდან მოსვლისა არ დაკლებია. მაესტროს ეს არ დაუმსახურებია და რომის პაპზე მეტი კათოლიკობის არ იყოს, ბარსას სიყვარულში ჩავიზე მეტს არცერთი გულშემატკივარი არ უნდა იჩემებდეს. მათ შორის ისინიც, ვინც ლანძღვა-გინებას არ აკლებდა მას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნებოდა ჩავის დარჩენა კონტრაქტის ბოლომდე, მით უმეტეს, მანამდე უსაშველოდ ბევრი არაა დარჩენილი.
    Culé [?]
    #16 26 აპრილი 2024 08:37
    1
    Iniesta_8, კაცმა პირველივე სეზონში ლა ლიგა დადო ადამა ტრაორეებით და ობამეიანგებით , მეტი რა ქნას რესურსი თუ არ გაქ დღევანდელ ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ , აღარ არის ის დრო და ტყუილად ნუ აკრიტიკებთ ჩავის სულ მინიმუმ თქვენზე უფრო კარგად ესმის ფეხბურთი
    Culé [?]
    #15 26 აპრილი 2024 08:32
    0
    ციტატა: Iniesta_8
    დღეცანდელ ფეხბურთში 3 წელი ვინ გაცდის რომ რამე ქნა, შედეგი იდება დაუყოვნებლივ ან მინიმუმ გუნდის თამაში მნიშვნელოვნად უმჯობესდება, თუარადა მწვრთნელი მიდის. 5 წელი თუ გააჩერეს ყარაულის თოფივით 1 ტიტული კი გაუვარდება ხოლმე და ეგ თუ გაკმაყოფილებთ კი ბატონო დარჩეს.

    არტეტა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 25 აპრილი 2024 22:36
    4
    ამის სიტყვებს რომ ვკითხულობდი მეგონა ეს ქართული ოცნების წევრი იყო.
    ახალბედა [?]
    #13 25 აპრილი 2024 22:06
    1
    კაროჩე ბერნანდუ სილვას მოიყვანენ ერთ ნორმალურ საყრდენს.და მარცხენა ვინგერს.ჟოაუ კანსელუს ზამენას ნორმალურს.და რაც საჭიროა ახალგაზრდა ცენტრ ფოევარდს
    Culé [?]
    #12 25 აპრილი 2024 21:54
    1
    ციტატა: Iniesta_8
    დღეცანდელ ფეხბურთში 3 წელი ვინ გაცდის რომ რამე ქნა, შედეგი იდება დაუყოვნებლივ ან მინიმუმ გუნდის თამაში მნიშვნელოვნად უმჯობესდება, თუარადა მწვრთნელი მიდის. 5 წელი თუ გააჩერეს ყარაულის თოფივით 1 ტიტული კი გაუვარდება ხოლმე და ეგ თუ გაკმაყოფილებთ კი ბატონო დარჩეს.

    რაიკარდმა მერამდენე წელს დადო ლიგა და რა ხალხით თუ გახსოვს? გვარდი კი გენიოსია და ეგეთი ბოდიში მაგრამ ვარე
    ახალბედა [?]
    #11 25 აპრილი 2024 21:35
    2
    ციტატა: La Pulga10
    ვნახოთ ზაფხულში რა ტრანსფერებს გააკეთებენ. სწორად თუ წარმართეს სატრანსფერო პოლიტიკა შეიძლება რამე გამოვიდეს.

    ჩამშლელი და ფორვარდი
    კიმიხი ალვარესი დაგვხატავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 აპრილი 2024 21:08
    1
    ვნახოთ ზაფხულში რა ტრანსფერებს გააკეთებენ. სწორად თუ წარმართეს სატრანსფერო პოლიტიკა შეიძლება რამე გამოვიდეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #9 25 აპრილი 2024 20:33
    5
    დაწყნარდა გული, გაგახარებს ღმერთი. მართლა გუწრფელად გამიხარდა. ანჩელოტიმაც ჩააგდო წინა სეზონი მაგრამ არავის გაუშვია. აქ ბევრისთვის სანაქებო კლოპმაც 9 დან 7 სეზონი ჩაგდებული აქვს.
    Culé [?]
    #8 25 აპრილი 2024 18:09
    4
    დღეცანდელ ფეხბურთში 3 წელი ვინ გაცდის რომ რამე ქნა, შედეგი იდება დაუყოვნებლივ ან მინიმუმ გუნდის თამაში მნიშვნელოვნად უმჯობესდება, თუარადა მწვრთნელი მიდის. 5 წელი თუ გააჩერეს ყარაულის თოფივით 1 ტიტული კი გაუვარდება ხოლმე და ეგ თუ გაკმაყოფილებთ კი ბატონო დარჩეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 აპრილი 2024 18:06
    5
    ფეხბურთელების განვითარებამ დამანახა, რომ კარგად მივდივართ. იანვარში ვფიქრობდი, რომ კლუბისათვის უკეთესი იქნებოდა, თუ წავიდოდი, თუმცა ახლა სხვაობას ვხედავ, ძალიან მადლიერი ვარ.
    სხვაობა იმიტომ დაინახე, რო ფეხბურთელებმა დაიჯერა შენი წასვლა და ამიტომ მოუმატეს გახარებულებმა.
    გულშემატკივარი [?]
    #6 25 აპრილი 2024 17:07
    7
    ღუპავენ გუნდს ბოლომდე. მესმის შანსის მიცემა, რომ რაღაც იმედი იყოს, ტიპმა ვერაფერი დაამტკიცა ორჯერ ჯგუფში ჩარჩა ახლა საერთოდ უაზრო გადაწყვეტილებები მიიღო და ვერცერთ თასზე ასპარეზს ვერ განაგრძობს. მოკლედ ბარსელონას ბოლომდე უთხრიან ძირს.

    გუშინ ვუყურებდი ბარსელონა რეალის თამაშს აი ლოპოტეგი რო ყავდა ტიპი ეგრევე მოხსეს რომ ხვდებოდნენ შედეგს ვერ დადებდა და ესენი მოკლედ კარგი მწვრთნელის მნიშვნელობას და აზრს ვერ ხვდებიან
    წევრი [?]
    #5 25 აპრილი 2024 16:44
    1
    ლევანდოვსკი დეიონგი ორივე უნდა გაიყიდოს, ახალგაზრდა ფორვარდი ჩამშლელი და ბრუნო ფერნანდეში მოვიდეს.
    ახალბედა [?]
    #4 25 აპრილი 2024 16:40
    5
    Messi 10, მეც ზუსტად მაგას ვიტყვი რო ლევანდოვსკის თუ გაუშვებენ მეც ვენდობი მომავალ სეზონში. აღარ იძლევა სარგებელს იმდენს რაცუნდა მოიცეს და მგონი დროა რო პენსიაზე გავიდეს ან არაბეთშუ ფულები გააკეთოს.
    Culé [?]
    #3 25 აპრილი 2024 16:29
    11
    ტიპი თავს იკლავდა გადაწყვეტილება არ გადაიხედებაო და ახლა ვრჩებიო😅
    გულშემატკივარი [?]
    #2 25 აპრილი 2024 16:20
    10
    ეჰჰ ხავი რეალურად რა შარში გაყავი თავი ვერ ხვდები, ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველა ისევ შენს წინააღმდეგ იქნება ყოველი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო შეცდომისას ყოველთვის შენს ამ გადაწყვეტილებას შეგახსენებენ. ლაპორტასკენ წამოსული აგრესიაც შენ შეგეტენებაა :) ლევანდოვსკის თუ გაუშვებ ჩემი ნდობა შენ
    ახალბედა [?]
    #1 25 აპრილი 2024 16:17
    3
    მთლად სიმართლე არ გვითხრეს მაგრამ არაუშავს იმედი მაქ კლოოპი მოვა მომავალ წელს