ოფიციალურად: მესიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

"ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ, დღეს, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, რაც ლა ლიგის მეორე ტურში მისი თამაშის შანსებს ზრდის.
მესიმ ტრავმა ამერიკულ ტურნემდე მიიღო, რის გამოც მან ტურნეც გამოტოვა და პრიმერას პირველ ტურში "ბილბაოსთან" გამართული შეხვედრაც (0:1).
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მესიმ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ეს კარგი ამბავია იმის გათვალისწინებით, რომ 25 აგვისტოს, "ბეტისთან" გასამართ მატჩში, ვალვერდეს გუნდს ლუის სუარესი და უსმან დემბელე ვერ დაეხმარებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]