პელეგრინი: „მე-2 ტაიმში, „ბარსას“ ვაჯობეთ“

პელეგრინი: „მე-2 ტაიმში, „ბარსას“ ვაჯობეთ“

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში, ბარსელონაში ჩატარებული თამაშის (2:2) შემდეგ, მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ შეხვედრის მე-2 ნახევარში, მისმა გუნდმა მეტოქეს აჯობა.

"მე-2 ნახევარში, "ბარსელონას" ყველა ასპექტში ვაჯობეთ. მათ შორის, მომენტების შექმნაშიც, რადგან შესვენების შემდეგ, მეტოქეს ჩვენს კართან მომენტი არ შეუქმნია. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და "ბარსამ" გვაჯობა.

გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. თუ განმეორებით შეხვედრაშიც ისევე ვითამაშებთ, როგორც ეს მე-2 ტაიმში გავაკეთეთ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნება." - აცხადებს მატჩის შემდეგ მანუელ პელეგრინი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.