პელეგრინი:"სულელური შეცდომები დავუშვით"

პელეგრინი:"სულელური შეცდომები დავუშვით"

მოგეხსენებათ "პრიმერა დივიზიონის" მე-19 ტურის მატჩში, კატალონიის "ბარსელონამ" "მალაგა" დაამარცხა (1-3). შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ანდალუსიელთა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ გააკეთა:

"ბარსელონა" ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ პირველ ტაიმში სულელური შეცდომა დავუშვით და ამის ხარჯზე მეტოქეს დიდ უპირატესობა მივეცით. ანგარიშში დაწინაურების შემდეგ კატალონიელები თავს ზედმეტად კომფორტულად გრძნობდნენ მოედანზე. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაშვებულმა ბურთმა, შეიძლება ითქვას გუნდი გატეხა. ვიმედოვნებ "სამეფო თასის" შეხვედრებში წარმატებას მივაღწევთ," ციტირებს პელეგრინის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.