ინიესტა: "მეორე ტაიმში თამაშს უკრაინა აკონტროლებდა"

ინიესტა: "მეორე ტაიმში თამაშს უკრაინა აკონტროლებდა"

"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის, უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მეორე ტაიმში თამაშს უკრაინა აკონტროლებდა.

"პირველ ტაიმში თავს კარგად ვგძნობდი, ისევე, როგორც მთელი გუნდი. კარგად ვითამაშეთ, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშს უკრაინა აკონტროლებდა, 1:0 კი ყოველთვის საშიშია.

მომდევნო მატჩებში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. შევეცდებით, გულშემატკივრებმა ნაკრების თამაშებით სიამოვნება მიიღონ", - აცხადებს ინიესტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.