ვიტორ ბაია: "გვარდიოლამ საკუთარი კლასი სხვა კლუბებშიც უნდა დაამტკიცოს"

ვიტორ ბაია: "გვარდიოლამ საკუთარი კლასი სხვა კლუბებშიც უნდა დაამტკიცოს"

კატალონიის "ბარსელონას" ექს-მეკარე, პორტუგალიელი ვიტორ ბაია თვლის, რომ გუნდის ყოფილმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ საკუთარი ხელმძღვანელობის დროს კარგი სამსახური გასწია. იტყობინება, ესპანური პრესა.
ბაიამ ასევე დაამატა, რომ გვარდიოლასათვის ჯერ ადრეა "რეალის" მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან შედარება. ამ საკითხთან დაკავშირებით ბაია ეთანხმება თავის თანამემამულე დეკუს, რომელმაც სწორედ ეს აღნიშნა. 
"პეპმა "ბარსელონაში" საკუთარი ექსტრაორდინალურობა წარმოაჩინა. მაგრამ ახლა უკვე დადგა დრო, როდესაც მან სხვა გუნდებშიც დაამტკიცოს საკუთარი კლასი და მოურინიოს დონემდეც მიაღწიოს. ცხადია, ამისათვის დროა საჭირო." - განაცხადა ბაიამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.